ნუკრიანში კულტურის სახლი დაიწვა

კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში, კულტურის სახლი დაიწვა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, კულტურის სახლის შენობაში იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, ბიბლიოთეკა და რამდენიმე ოფისი იყო განთავსებული.
ადგილზე ათი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხანძარი 600 კვ.მ-მდე ფართზე გაჩნდა. დაიწვა კულტურის სახლის დარბაზი და სახურავი. ცეცხლის ლოკალიზება რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ელექტროსადენის დაზიანება გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები