ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მიმავალ სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა

ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მიმავალ სამგზავრო მატარებელს სოფელ ხაჯალიაში ცეცხლი გაუჩნდა. როგორც “კვირას“ “საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ განუცხადა, სამატარებლო ბრიგადამ ოპერატიულად იმოქმედა და მგზავრების ევაკუაცია დროულად განხორციელდა. ცაგურიას თქმით, არცერთი მათგანი დაშავებული არ არის.
“მოხდა აალება, სამატარებლო ბრიგადამ ოპერატიულად იმოქმედა, ყველა მგზავრის ევაკუაცია დროულად განხორციელდა, არცერთი მათგანი არ დაშავებულა, ინციდენტის გამო მატარებლების მოძრაობას შეფერხება არ შექმნია, ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია. მომხდარს ხელი არ შეუშლია მატარებლების მოძრაობის გრაფიკზე. მოძრაობა აღდგენილია, მიმდინარეობს მოკვლევა და უახლოეს პერიოდში გაირკვევა აალების მიზეზები“, -განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

15644596_556607854545402_1060147888_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები