ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსი და ტაქსი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ორი ადამიანი

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, BUS LANE-ზე ავტობუსი და ტაქსი ერთმანეთს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

როგორც ,,კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები