კახა კალაძე: დოლარი ასეთი მყარი და ასეთი ძლიერი არ ყოფილა არცერთ ვალუტასთან მიმართებაში

„ლარის კურსის ვარდნის პროცესი არ არის გამოწვეული საქართველოში შიგნით მიმდინარე პროცესებით“ – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ლარის კურსის ვარდნის კომენტარის დროს განაცხადა. მინისტრმა ბოლო წლების სტატიკა გაიხსენა და განმარტა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დოლარი ასეთი მყარი და ასეთი ძლიერი არ ყოფილა.
„ლარის კურსის ვარდნის პროცესი არ არის გამოწვეული საქართველოში შიგნით მიმდინარე პროცესებით. გარე ფაქტორებს აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ჩვენ თუ დავაკვირდებით და გადავხედავთ სტატისტიკას, დოლარი ასეთი მყარი და ასეთი ძლიერი, ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში არ ყოფილა არცერთ ვალუტასთან მიმართებაში და მათ შორის ლართან მიმართებაშიც,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები