საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.