ირაკლი კობახიძე: „საქართველოს რკინიგზაში“ და ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში განხორციელებული ცვლილებებით გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ მიგვეღო სერიოზული ეკონომიები სხვადასხვა მიმართულებით – ჭარბი დასაქმების პრაქტიკის ცვლილებიდან გამომდინარე ეკონომიამ შეადგინა წლიურად 56 მლნ ლარი – შესყიდვების და პროექტების ოპტიმიზაციის ნაწილში დანაზოგმა შეადგინა 646 მლნ ლარი

სახელმწიფო საწარმოებში განხორციელებული ცვლილებებით გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ მიგვეღო სერიოზული ეკონომიები სხვადასხვა მიმართულებით – ჭარბი დასაქმების პრაქტიკის ცვლილებიდან გამომდინარე ეკონომიამ შეადგინა წლიურად 56 მლნ ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეს ეხება „საქართველოს რკინიგზას“ და ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებს.

„სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები. გამოვყოფდი სახელმწიფო საწარმოებში განხორციელებულ ცვლილებებს, რომელიც ეხება „საქართველოს რკინიგზას“ და ასევე ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებს. გარდა იმისა, რომ განხორციელდა მნიშვნელოვანი ინსტიტუციური ცვლილებები, აქაც ყველგან შეიცვალა ხელმძღვანელი თანამდებობის პირები. ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ მიგვეღო სერიოზული ეკონომიები სხვადასხვა მიმართულებით. ჭარბი დასაქმების პრაქტიკის ცვლილებიდან გამომდინარე ეკონომიამ შეადგინა წლიურად 56 მლნ ლარი. ეს ისევ და ისევ რკინიგზისა და ენერგეტიკის სფეროს განვითარებას“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, შესყიდვების და პროექტების ოპტიმიზაციის ნაწილში დანაზოგმა შეადგინა 646 მლნ ლარი.

„რაც შეეხება შესყიდვების და პროექტების ოპტიმიზაციას, ამ ნაწილში დანაზოგმა შეადგინა 646 მლნ ლარი. ეს თანხებიც, ბუნებრივია, მოხმარდება ამ დარგების განვითარებას და შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. ასევე, ენერგეტიკის სფეროში ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ არასწორი პრაქტიკის აღკვეთა, რომელიც იყო გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული. ეს ცვლილებები მოგვცემს ენერგეტიკის სფეროში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევის შესაძლებლობას. ბოლო წლების შედეგები არ იყო მაინც და მაინც დამაკმაყოფილებელი და ჩვენ შეგვიძლია, თვისობრივად გავაუმჯობესოთ შედეგები ენერგეტიკის სფეროში და ამ მიმართულებით ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები