კობა გვენეტაძე: ვფიქრობ, დღესდღეობით 3-4 %-იანი სესხების გაცემა შეუძლებელია

გვენეტაძემ უპასუხა ”პატრიოტთა ალიანსის” წევრ ირმა ინაშვილის მიერ გაჟღერებულ ინციატივას იმის შესახებ, რომ ბანკებმა სესხები 3-4%-ში გასცენ.

იმისთვის, რომ გაცემული იყოს სეხები დაბალ პროცენტში, უნდა იყოს მიღებული დეპოზიტები ანუ იმისთვის, რომ გაცემული იყოს სესხი 3-4 %-ში, მაშინ დეპოზიტებიც ასევე დაბალ დონეზე უნდა იყოს მოზიდული, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დღეის მდგომარეობით 3-4% -იანი სესხების გაცემა შეუძლებელია. „ეს არის პროცესი და დროთა განმავლობაში პროცენტების შემცირება ხდებოდა. დღესდღეობით, ვფიქრობ, რომ 3-4%-იანი სესხების გაცემა შეუძლებელია, თუ რაიმე ადმინისტრაციული მეთოდის გამოყენება არ მოხდება, მაგრამ დღესდღეობით ეს შეუძლებელია. თუ დავაწესებთ რაიმე შეზღუდვებს პროცენტებზე, დიდი ალბათობით, გაჩნდება დეფიციტი და უბრალოდ არ მოინდომებენ ბანკები, ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციები სესხების გაცემას”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დეპუტატებს „2017-2019 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს აცნობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები