“ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საბოლოო მიზანი ნატოს წევრად გახდომაა”

“ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საბოლოო მიზანი ნატოს წევრად გახდომაა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში განაცხადა, სადაც ეროვნული და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დისკუსია გახსნა.
პრეზიდენტმა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, შეხვედრა მიზნად ისახავს სამუშაო ფორმატის შექმნას, რომელიც შესაძლებელს გახდის, ერთმანეთს გაუზიარონ ხედვები და გამოცდილება.

„ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია, ნატოსთან თანამშრომლობით, გამოიხატა საერთაშორისო მისიებში ჩვენი ერთობლივი ჩართულობით, ჩვენი წვრთნისა და პარტნიორებთან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაღრმავების თვალსაზრისით, პროგრამების განმტკიცებითა და გაღრმავებით და ეს განუხრელად გრძელდება. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საბოლოო მიზანი ნატოს წევრად გახდომაა და აქაც ჩვენ ლოგიკურად ვხედავთ, რომ ვიქნებით ერთიან სივრცეში იმ ქვეყნებთან რომლებიც იზიარებენ საერთო ღირებულებებს და ამავე დროს, ვიქნებით ყველაზე დაცული და ყველაზე ეფექტური თავდაცვის და უსაფრთხოების ქოლგის ნაწილი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები