კახა კალაძე – „ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ ერთობაზე: როგორ შეიძლება, ისინი იყვნენ ერთად, უბრალოდ აქვთ დავალება, რომლის არშესრულებასაც ვერავინ გაბედავს

თბილისის მერი, კახა კალაძე მედიასთან “ლელოს” და “გახარია საქართველოსთვის“ მიერ თბილისის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატების დასახელებას გამოეხმაურა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული პარტიების გაერთიანება იმ დავალების ნაწილია, რასაც გარედან იღებენ და რის არშესრულებასაც ვერ გაბედავენ.

„როგორ შეიძლება ისინი ერთად იყვნენ, უბრალოდ დავალება აქვთ. ვითომ პოლიტიკურ პარტიები სხვადასხვა სახელებს რომ ირქმევენ, მათ ჰყავთ ერთი პატრონი, იმართებიან გარედან. ვიღაცებს ეტყვიან, თქვენ მიიღეთ, თქვენ არ მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა და ასრულებენ ამ დავალებებს, ვერავინ გაბედავს მათ არ შესრულებას. ისინი არიან ჩვეულებრივი აგენტები, როცა ხარ აგენტი არ ეკუთვნი არც საკუთარ თავს, არც ქვეყანას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები