არჩილ გორდულაძე: ძალიან მცირეა საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა

„სპეკულაციები, რაც იყო უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით, ჩამოენგრათ საქსტატის განცხადებიდან და შესაბამისი კვლევიდან გამომდინარე. ძალიან მცირეა საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა,“ – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

„საკითხი არ არსებობს, სადაც ე.წ. ოპოზიციას და რეალურად „ნაცკლასტერს“ რაიმე სიმართლე ეთქვას. სპეკულაციები, რაც იყო უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით, ჩამოენგრათ საქსტატის განცხადებიდან და შესაბამისი კვლევიდან გამომდინარე. ძალიან მცირეა საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა. რაც შეეხება არალეგალებს, იმის გამო, რომ ჰუმანური მეთოდებით, დემოკრატიული, სამართლებრივი პრინციპების დაცვით მათი საკუთარ სახლებში დაბრუნება მოხდეს, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებიც მივიღეთ“, – აღნიშნა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები