2016 წლის ყველაზე პოპულარული 367 ვიდეო რეჟისორმა ერთ კლიპში გააერთიანა – ვიდეო
რეჟისორმა ლიუკ ბერჟერონმა YouTube-ზე გამოქვეყნებული 2016 წლის 367 ყველაზე პოპულარული ვიდეო 10-წუთიან ვიდეორგოლში გააერთიანა. ამ საქმით რეჟისორი უკვე რამდენიმე წელია დაკავებული.
ის წლის განმავლობაში YouTube-ზე გამოქვეყნებულ ყველაზე პოპულარულ ვიდეოებს აგროვებს. როგორც ლიუკ ბერჟერონმა ფეისბუქის გვერდზე დაწერა, წელს მას ვიდეოების გასაერთიანებლად 230 საათი დასჭირდა. ცალკე მან თემატური ვიდეოები გამოაქვეყნა, რომელიც სპორტსმენებს, ბავშვებს და ცხოველებს ეხებოდა.