მაია ბითაძე სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ეკონომიკური რისკების გამოთვლის მნიშვნელობაზე იმსჯელეს, რომელიც დაკავშირებულია გარემოსდაცვით რისკებთან. ასევე განიხილეს სამინისტროს პრიორიტეტები მსგავსი რისკების შეფასების კუთხით.
მაია ბითაძემ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს, გააცნო ინფორმაცია სამინისტროში არსებული მიდგომების შესახებ, რაც უკავშირდება რისკების შეფასებას. სამინისტრო დაინტერესებულია მოხდეს არსებული ბუნებრივი რესურსების მოცულობის და ღირებულებების შეფასება, გარემოსდაცვითი რისკების ეკონომიკური და ფისკალური ანალიზი და შემუშავდეს გარემოსდაცვითი და კატასტროფების რისკების მართვის სტრატეგიები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები