„მეგონა, რომ ქუჩაში წავიქცეოდი, ან… მოვკვდებოდი“ – მსოფლიოში პირველი  მილიონერთა კლუბის დამფუძნებელი თბილისში ჩამოდის

რა უფრო მეტი გაქვთ ცხოვრებაში? – წარმატება თუ წარუმატებლობა? თუ წარმატება და ბედნიერება ჯერ კიდევ ნაოცნებარ ცნებებად რჩება, წაიკითხეთ ეს ინტერვიუ, – არსებობს წარმატების საიდუმლო, რომელიც რადიკალურად შეცვლის თქვენს ცხოვრებას.
რუბრიკა „პერსონის“ დღევანდელი სტუმარია ხათუნა მუზაშვილი, – ფსიქოლოგი, მირზაკარიმ ნორბეკოვის სისტემის წარმომადგენელი და ტრენერი ამიერკავკასიაში. 

15123068_1144987092216956_2246127495326767124_o

– უკვე მე-13 წელიწადია ხათუნა მუზაშვილის ტრენინგცენტრი ამ საქმეს ემსახურება.  მირზაკარიმ ნორბეკოვის ლეგენდარულ კურსს „წარმატების სახელოსნოს“ კი დეკემბერში  თბილისი უმასპინძლებს…
– ეს, უწინარესად, არის ბიზნეს მასტერკლასი, რომელიც 1998 წლიდან ცნობილია ყველაზე ეფექტურ ბიზნეს მასტერკლასად მთელ მსოფლიოში.
მასტერკლასი მოიცავს ბიზნესის შექმნისა და განვითარების იმ ასპექტებს, რომელიც არცერთ ინსტიტუტში არ ისწავლება და არცერთ სახელმძღვანელოში არ წერია. ჩვენს ქვეყანაში უამრავი პრესტიჟული  ბიზნესფაკულტეტი არსებობს, მაგრამ ბიზნესინსტიტუტები არ უშვებენ მილიონერებს. ხაზი უნდა გავუსვა და გითხრათ, რომ მსოფლიოში მილიონერების 80 პროცენტს  სკოლის 10 კლასის სრული განათლებაც არ ჰქონდათ მაშინ, როცა მათ პირველი მილიონი იშოვეს. აქედან გამომდინარე, გაუნათლებლობას კი არ ვუწევ პროპაგანდას, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ  წარმატებულ ბიზნესს სჭირდება კიდევ სხვა რამ, აბსოლუტურად სხვა უნარები, ვიდრე წერია წიგნში და ისწავლება ინსტიტუტში. და სწორედ ამ უნარების განვითარებაზე იქნება საუბარი „წარმატების სახელოსნოზე“.
როდესაც „წარმატების სახელოსნო“ იქმნებოდა, აბსოლუტურად ყველაფრის კვლევები, ბიზნესმანევრი იქნებოდა ყველა ის ნაბიჯი თუ ინსტრუმენტი, რომელიც შეისწავლებოდა  ამ ტრენინგზე, თვითონ ნორბეკოვის კვლევითი ინსტიტუტის მიერ არის ჩატარებული. ამიტომ ყველაფერი  დასაბუთებული და ცოცხალია.  ყოველ წელს ბიზნესთან და წარმატებასთან დაკავშირებით ის ახალ-ახალ დასკვნას აყალიბებს. მას ჰყავს თავისი მილიონერთა კლუბი. მილიონერთა კლუბში შედიან ის ადამიანები, რომლებიც „წარმატების სახელოსნოს“ გავლის შედეგად გახდნენ ძალიან მდიდრები, დღეს ნორბეკოვის მილიონერთა კლუბში 472 კაცზე მეტია გაერთიანებული.
– და მაინც, რას გულისხმობს მსოფლიოში მილიონერთა კლუბის პირველი დამფუძნებლის ხსენებული სისტემა? 1901211_650151571712248_1786054790_n
– ეს სისტემა, უპირველესად,  უკავშირდება ადამიანის პიროვნების წარმატებას. საერთოდ, ნებისმიერმა ბიზნესმენმა იცის, რომ რამხელა კომპანია და კორპორაციაც არ უნდა ჰქონდეს, ბიზნესის წარმატება ყოველთვის დამოკიდებულია ერთი ადამიანის განწყობაზე. და ეს ადამიანი არის ამ ბიზნესის პატრონი, დამფუძნებელი.
„წარმატების სახელოსნოზე“ საუბარი იქნება წარმატებაზე, მაგრამ ძალიან ხშირად მხოლოდ ბიზნესი არ გამოხატავს წარმატებას, მაგალითად, „წარმატების სახელოსნოს“ ჰყავს ისეთი წარმატებული ადამიანები, როგორიც არიან: სკაიპის შემქმნელები, ლაზერის გამომგონებლები,  ძმები ბეკმამბეტოვები, რომლებიც „ოსკარზე“ იყვნენ წარდგენილები ჰოლივუდიდან. ისინი არიან რეჟისორები, თავიანთი გუნდი ჰყავთ. როცა ნორბეკოვის „წარმატების სახელოსნოს“  გადიოდნენ,  სტუდენტები იყვნენ და ახლახან დაამთავრეს სარეჟისორო ფაკულტეტი. აქ საუბარია იმაზე, თუ როგორ უნდა მოახდინო შესაძლებლობისა და უნარის მობილიზება. ვიღაცისთვის ეს არის ბიზნესი პირდაპირი გაგებით, მაგრამ ვიღაცისთვის ეს არის რაღაც აღმოჩენა, რომელიც, შესაბამისად, ფინანსურ კეთილდღეობამდე აუცილებლად მიიყვანს.
– ცნობილია, რომ ნორბეკოვის   სასწავლო-გამაჯანსაღებელი სისტემა უნიკალურად ითვლება, რომ მსოფლიოში მრავალმა ადამიანმა აღიდგინა ჯანმრთელობა, ცხოვრების ხალისი და სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდა. რა ნაბიჯებია გასავლელი საბოლოო მიზნამდე?12360281_998395406887861_6874968799034148222_n
– ნორბეკოვის სისტემას აქვს ოთხი საფეხური, რომელიც ლაიტმოტივად გასდევს თავად ნორბეკოვის ცხოვრებას.
ნორბეკოვის ცხოვრების საინტერესო ეტაპი იწყება 21 წლის ასაკიდან, როდესაც ის ცხოვრობდა უზბეკეთის მიყრუებულ სოფელში, ამით მის სოციალურ მდგომარეობას ვუსვამ ხაზს.
პირველი ჯგუფის ინვალიდი, ფაქტობრივად, მომაკვდავი იყო. ის იყო დიალეზზე და სრული იმპოტენციით დაავადებული ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც ოფიციალური მედიცინა  გადარჩენის და დიდხანს სიცოცხლის ვერანაირ იმედს ვერ აძლევდა. მისი გადაწყვეტილება და დიდი სურვილი, რომ ის აუცილებლად უნდა გადარჩენილიყო, შეიძლება ცოტა ღიმილს იწვევდეს (ვის არ უნდა გადარჩენა და კარგად ყოფნა),  მაგრამ ნორბეკოვი გამონაკლისი იყო იმით, რომ მან მიიღო ეს გადაწყვეტილება, მას არცერთი წამით არ დაუყრია ფარ-ხმალი, მან დაიწყო გზების ძიება. აი სწორედ იმ ოთხ წელში, როდესაც ის გადარჩენის გზებს ეძიებდა,  მან მოახერხა აბსოლუტური გამოჯანმრთელება. ამ დროს შეიმუშავა გარკვეული მეთოდები, რომლითაც თავად გამოჯანმრთელდა, აქედან შექმნა პირველი გამაჯანსაღებელი კურსი, რომლის მეშვეობითაც, დღეს მსოფლიოში  10 მილიონზე მეტმა ადამიანმა აღიდგინა ჯანმრთელობა.
ნორბეკოვი თავად ყვება, როცა აღადგინა ჯანმრთელობა, მიხვდა, რომ ჯანმრთელობა, მთავარია, მაგრამ ყველაფერს არ მოიცავს: ჯანმრთელობა მთავარია, როცა ის არ გაქვს.  მაგრამ როცა ის გაქვს, უამრავი სხვა რამაა, რაც ხდება მთავარი. ის მიხვდა, რომ მას სჭირდებოდა თვითრეალიზება და ფინანსური კეთილდღეობის ოდნავ გაზრდა, რადგან მისი ამბიცია გაიზარდა.534336_461326473928093_423615677_n
შემდეგ ის იწყებს ამ სისტემის გავრცელებას და ადამიანებს ასწავლის, როგორ გამოჯანმრთელდნენ. და სწორედ ცხოვრების ამ ეტაპზე, ამ პროცესში ქმნის თავისი სისტემის მეორე კურსს, რომელიც ეძღვნება ფინანსური კეთილდღეობის გაუმჯობესებას და თვითრეალიზებას. ეს არის ნორბეკოვის სისტემის მეორე საფეხური, რომელიც მან შექმნა საკუთარი პრაქტიკის მიხედვით.
როდესაც მან ეს ყველაფერი უკვე გაიარა, ფინანსურად შედარებით უზრუნველყოფილი და რეალიზებული იყო,  მას უკვე იცნობდნენ. გადაწყვიტა, რომ წარმატებულც გამხდარიყო, მისი აზრით, ადამიანს, რომელსაც აქვს თავისი საქმე და იცის, რომ ამ საქმეში არის, ასე ვთქვათ მეფე, სჭირდება წარმატება. შემდეგი მისი კურსი, ნორბეკოვის მესამე საფეხური ეძღვნება სწორედ იმ კომპლექსების დაძლევას და ადამიანების პიროვნების იმ მხარეებზე მუშაობას, რომელიც აფერხებს წარმატებისკენ წინსვლას.
როდესაც უკვე გახდა წარმატებული, მისი ამბიცია, რა თქმა უნდა, გაიზარდა. მან გადაწყვიტა ტრენინგების შემდეგი საფეხურის შექმნა, რომელიც სხვა ადამიანებსაც დაეხმარებოდა, გამხდარიყვნენ ძალიან წარმატებულები, ანუ გამხდარიყვნენ ბრენდები. შეექმნათ რაღაცა ბრენდი.
სიტყვა „ბრენდს“ ნორბეკოვი საერთოდ არ იხსენიებს და განმარტავს ასე: არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სურთ, დატოვონ კვალი დედამიწაზე, კვალი, რომელიც დარჩება მას შემდეგ, როცა ისინი აღარ იქნებიან. სწორედ ამ ამბიციის მქონე ადამიანებისთვის შეიქმნა „წარმატების სახელოსნო“.
თითოეულ ძალიან წარმატებულ ადამიანს, მათ უმრავლესობას, რომლის კაპიტალმაც მიაღწია, ასე ვთქვათ, მილიონებს, აქვს ძალიან ადამიანური, ძალიან სულიერი და გულის ამაჩუყებელი რაღაც კონკრეტული მიზანი. სწორედ ამ მიზანზე ორიენტირებას მოახდენს „წარმატების სახელოსნო“, მისცემს ყველა იმ ინსტრუმენტს, რომ თავის თავში არსებული პოტენციალი მაქსიმალურად გამოიყენოს და დატოვონ კვალი დედამიწაზე, რომელიც დარჩება მას მერე, როცა ისინი აღარ იქნებიან.
– ნორბეკოვის სიტემის წყალობით მრავალმა ადამინმა დაიბრუნა მხედველობა. მართალია, რომ მხედველობა 100 პროცენტით უმჯობესდება?
–  რასაკვირველია, მართალია, თუმცა, ვერ გეტყვით, რომ ყველა შემთხვევაში, რადგან არსებობს გარკვეული ურთულესი დიაგნოზები. მხოლოდ 6 პროცენტია შემთხვევებისა, როდესაც შეიძლება მხედველობა სრულად ვერ აღდგეს. მაგრამ ის, რომ ადამიანმა არ მიიღოს შედეგი და 50 პროცენტით მაინც არ გაიუმჯობესოს მხედველობა, ასეთი რამ არ არსებობს. უნდა  გითხრათ, რომ 13 წლის განმავლობაში, ჩემი მუშაობის პრაქტიკაში არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ადამიანმა ვერ შეძლო და მხედველობა 100 პროცენტით ვერ აღიდგინა.
– როდის დაინტერესდით ნორბეკოვის სისტემით? 12247921_987734317953970_2190295941212865055_o
– ეს მოხდა წლების წინ. თვითონ ვიყავი ბევრი ქრონიკული დაავადებით დაავადებული, დეპრესანტი.  გულზე ხელის დადებით უნდა  გითხრათ, და ეს არსად  მითქვამს, ჩემი სოციალური მდგომარეობა იმდენად უიმედო იყო, რომ სოციალურად დაუცველთა სიაშიც კი ვიყავი და  რამდენიმე ათეულ ლარიან დახმარებას ვიღებდი. იმდენად სერიოზული იყო ჩემი დეპრესია, რომ ქუჩაში მარტო გასვლისაც კი მეშინოდა, მეგონა, რომ ან წავიქცეოდი, ან ცუდად გავხდებოდი და მოვკვდებოდი. ეს ყველაფერი ძალიან ნაცნობია იმ ადამიანებისთვის, ვისაც დეპრესია გაუვლია.
მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ექიმი მოვიარე თბილისში და ყველა მეუბნებოდა, რომ არაფერი  მჭირდა, მაგრამ  ძალიან ცუდად ვიყავი.  ამ ყველაფრის მერე, მოსკოვში წასვლა გადავწყვიტე, ანუ მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ მოსკოვში გავეგზავნე, იქნებ იქ რამე ეშველათ ჩემთვის.
როდესაც მივდიოდი, გზაში წასაკითხად წავიღე წიგნი, ეს იყო ნორბეკოვის პირველი ბესტსელერი – „სულელის გამოცდილება“, რომელიც 40 მილიონიანი ტირაჟით გავრცელდა მთელ მსოფლიოში. გასართობად წავიღე, რომ თვითმფრინავში რაღაც წამეკითხა, მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რა მეჭირა ხელში. როცა მოსკოვში ჩავედი, ზუსტად ვიცოდი, სად მივდიოდი, ეს იყო ნორბეკოვის ინსტიტუტი.
რა თქმა უნდა, ჩემმა ნათესავებმა გააპროტესტეს, იმიტომ რომ მათ უნდა წავეყვანე ექიმთან, და უცებ  მე პიროვნული ზრდის ცენტრის მისამართის ძებნა დავიწყე. ეს ჩემს ცხოვრებაში  ჩემი პირველი რადიკალური გადაწყვეტილება იყო, როცა ზუსტად მივხვდი, რაც მინდოდა.
როდესაც ნორბეკოვის ინსტიტუტში პირველ საპრეზენტაციო ლექციას დავესწარი, ეს იყო ერთადერთი ადგილი, სადაც მე მითხრეს, რომ შემეძლო აბსოლუტურად  კარგად ვყოფილიყავი, ჩვენ ზუსტად ვიცით, რა გჭირს და როგორ უნდა გამოხვიდე მდგომარეობიდანო.
ძალიან მალე დავიწყე მუშაობა, რადგან ჩემი ჯანმრთელობა იყო მოწოდების სიმაღლეზე.  ერთი თვე დამჭირდა, რომ აბსოლუტურად ყველა დეპრესიულ შიშს მოვრეოდი, რამდენიმე წლის შემდეგ დავბრუნდი თბილისში და მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს აუცილებლად იქნებოდა ჩემს ქვეყანაში. ასე რომ, ჩემი ისტორიაც პირდაპირ მიჰყვება ნორბეკოვის პიროვნული განვითარების ზრდის 4 საფეხურს.
– მრავალი ადამიანი გამოჯანმრთელდა…12376835_1058344200892981_4779819382917401648_n
– საკმაოდ. ვერ გეტყვით, რომ საქართველოში ისეთი დიდი ჯგუფებია, როგორც დიდ ქალაქებში, მაგალითად, მოსკოვში ტრენინგს, 400 კაცი მაინც ესწრებოდა. მაგრამ ჩვენთან საკმაოდ წარმატებულად ტარდება ტრენინგები. 13 წლის წინ ჩვენ საქართველოში პიროვნული ზრდის ცენტრის  პირველი ფსიქოლოგები ვიყავით. ძალიან მიხარია, რომ დღეს პიროვნული ზრდის უამრავი ტრენინგია შემოთავაზებული, მაგრამ მაშინაც, როცა ვიყავით პირველები და ახლაც, როცა უკვე ძალიან ბევრი პროდუქტია, ჩვენ ჩვენი ნიშა სტაბილურად გვიჭირავს და უამრავი ადამიანი მადლიერი გვყავს, რაც შემდგომი განვითარების სტიმულს გვაძლევს.
– 7 დეკემბრიდან დაიწყება უშუალოდ ნორბეკოვის „წარმატების სახელოსნო“ თბილისში…
– ნორბეკოვი დეკემბერში ჩამოდის საქართველოში. 7 დეკემბრიდან ერთი კვირის განმავლობაში გაიმართება ბიზნეს მასტერკლასი – „წარმატების სახელოსნო“. ეს კურსი განკუთვნილია იმ ამბიციური ადამიანებისთვის, რომლებსაც, გარდა იმისა, რომ უნდათ კარგად იცხოვრონ, კიდევ სურთ, კვალი დატოვონ, მას მერე, რაც აღარ იქნებიან, მაგრამ მესმის, რომ ყველა ვერ დაესწრება ბიზნეს მასტერკლასს, ზოგი არც არის მზად, ზოგს არც უნდა ბიზნესი, მაგრამ ამისთვის განკუთვნილია ნორბეკოვის ტრენინგის პირველი დღე. 7-დღიანი მასტერკლასის პირველი დღე, – არის ცალკე ტრენინგი, მას ჰქვია შემოქმედებითი საღამო და მასზე დასწრების საშუალება ნებისმიერ მსურველს ექნება. ბუნებრივია, საფასურიც შესაბამისად ხელსაყრელია.
ნორბეკოვის ერთ დღიანი ტრენინგი „შემოქმედებითი საღამო“ – 7 დეკემბერი,
ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://norbekov-tv.mtagroup.ge;
*ნორბეკოვის 7-დღიანი ბიზნეს მასტერკლასი „წარმატების სახელოსნო“, 7-13 დეკემბერი. ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://georgia-norbekov.mtagroup.ge/
ბილეთების შეძენა და დამატებით ინფორმაცია, ტელ. 557 755 571 მარი.
– ანუ ნორბეკოვის ტრენინგი ფასიანი იქნება?
– ჩვენ ვსაუბრობთ ყველაზე ძვირად ღირებულ ტრენერზე მსოფლიოში, რომელმაც საქართველოსთვის გააკეთა ისეთი დაშვება, ისეთი ფასი, რომელიც 25 წლის განმავლობაში მის ტრენინგს არ ჰქონია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები