საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ, შიო III-ს შეხვდნენ

საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ, შიო III-ს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა.

„შეხვედრაზე მხარეებმა ორ მართლმადიდებელ ერს შორის არსებულ ისტორიულ, კულტურულ და სულიერ კავშირებზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ორმხრივი მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები