ვენსის განცხადებით, ირანთან შეთანხმებას ხელი კვირას ელექტრონულად მოეწერა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმებას ხელი კვირას, ელექტრონულად მოეწერა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მისი პირობები უკვე ძალაშია და ირანი ახალ ფინანსურ დახმარებას არ იღებს.

„ჩვენ გუშინ შეთანხმებას ხელი ციფრულად უკვე მოვაწერეთ და არანაირი თანხის გამოყოფა არ მომხდარა. ეს არ შეიცვლება“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

როგორც CNN-ი წერს, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების ელექტრონული ხელმოწერის საკითხი მის დამტკიცებამდე იყო განხილული, აქამდე არ იყო ნათელი, მოხდა თუ არა ასეთი რამ.

კვირას ტრამპმა განაცხადა, რომ ოფიციალური ხელმოწერა პარასკევს შვეიცარიაში გაიმართება. მან ასევე თქვა, რომ სულ მცირე ერთი დებულება – ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნა – მანამდე არ ამოქმედდება.

„პარასკევს შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, სრუტის გახსნით, ნაღმების მოცილების მიზნით, რეგიონისა და მსოფლიოსთვის ნავთობი ორივე მხრიდან კვლავ მოედინება!“ – დაწერა მან შეთანხმების გამოცხადებისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები