“წარმოუდგენელია, რომ ქართველ ხალხს დამსახურებული თავისუფალი მიმოსვლა შეუზღუდო და აუკრძალო მხოლოდ იმიტომ, რომ შენი ბრმა იარაღი არ გახდა ეს ქვეყანა” – წილოსანი

“წარმოუდგენელია, რომ ქართველ ხალხს დამსახურებული თავისუფალი მიმოსვლა შეუზღუდო და აუკრძალო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შენი ბრმა იარაღი არ გახდა ეს ქვეყანა და მისი მცხოვრებლები. ალბათ, ამას თავადაც აცნობიერებენ, ამიტომაც არის, რომ ამ მექანიზმს, ვიზალიბერალიზაციას ვგულისხმობ, აგრესიულად არ იყენებენ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა, გარდაუვალი რეალობაა, რომ საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობა დარეგულირდება.

“წარმოუდგენელია, რომ იგნორირება გაუკეთონ გეოგრაფიას. რამდენადაც არ ეცადნენ, რომ საქართველოს გამოეთიშათ სამხრეთ-კავკასიის რეგიონისგან და გამოეთიშათ იმ ფაქტორისგან, რომ საქართველო არის ერთ-ერთი საკვანძო მონაწილე შუა დერეფნის, ამას ვერ აუარეს გვერდი და იგივე ურსულა ფონდერლაიენმა გააკეთა განცხადება, რომ მიესალმება აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სარკინიგზო ხაზის გახსნას, რაც ლოჯისტიკური მიზნებიდან და დაკავშირებადობის მიზნებიდან გამომდინარე საკვანძოდ მნიშვნელოვანია.

ამიტომ გარდაუვალი რეალობა არის ის, რომ საქართველო არის ამ რეგიონის ერთ-ერთი საკვანძო მონაწილე. გარდაუვალი რეალობა არის, რომ საქართველო არის ერთ-ერთი წარმატებული და ძლიერი დასავლური ღირებულებების სახელმწიფო. გარდაუვალი რეალობა არის ის, რომ საქართველო არის ეკონომიკურად და თავისი ინსტიტუციური განვითარებით ძლიერი ქვეყანა, რომელთანაც თანამშრომლობა და პარტნიორობა პირიქით უნდა გინდოდეს თუ შენ გჭირდება გაძლიერება“, – თქვა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები