ევროკავშირმა უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პირველი ჯგუფი გახსნა
ლუქსემბურგში გამართულ მეორე სამთავრობათაშორისო კონფერენციაზე, ევროკავშირმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალური გახსნის შესახებ გამოაცხადა.
აღნიშნულ კონფერენციაზე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი და ვიცე-პრემიერი ტარას კაჩკა სიტყვით უკვე გამოვიდნენ.
თავმჯდომარეობამ უკრაინას ოფიციალურად გადასცა შუალედური და საბოლოო მოლაპარაკების კრიტერიუმები (ე.წ. „საორიენტაციო მაჩვენებლები“) გაწევრიანების პირობებთან დაკავშირებით ევროკავშირის საერთო მოლაპარაკების პოზიციის სახით.
ამასთან, ტარას კაჩკამ წევრი სახელმწიფოები დაარწმუნა, რომ უკრაინა დაიცავდა გაწევრიანების პირობებს და ევროკავშირის კანონმდებლობას „როგორც ის დღეს არსებობს, ასევე გაითვალისწინებდა ნებისმიერ ცვლილებას, რომელიც ჩვენს გაწევრიანებამდე მოხდება“. ვიცე-პრემიერმა ასევე ოფიციალურად დაადასტურა უკრაინის თანხმობა კრიტერიუმების შესრულებაზე.
ეს განცხადება უკრაინის ოფიციალური თანხმობა გახდა მოლაპარაკებების პროცესის დაწყებაზე.
მთავრობათაშორისი კონფერენციის მონაწილეები მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ორშაბათს საღამოს ბრიფინგზე საჯაროდ გამოაცხადებენ.