ენერგეტიკის სამინიტროსა და მეცნიერებათა აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა

  ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი ენერგეტიკის სამინისტროსთვის სხვადასხვა საკითხში გამოცდილების გაზიარებასა და კონსულტაციებს გულისხმობს. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, აკადემია მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგიისა და საკანონმდებლო აქტების დამუშავებასა და განხილვის პროცესებში, განახორციელებს ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი სტრატეგიული და მნიშვნელოვანი პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკურ, გარემოსდაცვით და სოციალურ მონიტორინგს პროექტირების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის ყველა ეტაპზე. მონაწილეობას მიიღებს სამინისტროს მიერ ორგანიზებულ საჯარო განხილვებში და სხვადასხვა პროექტთან დაკავშირებით დაინტერესებული საზოგადოების პროფესიულ ინფორმირებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები