„გამარჯვების მისაღწევად ბოლომდე ვიბრძოლებ!..“

ბერძნულ The Voice-ში ქართველი ემიგრანტი გოგონას წარმატებული გამოსვლა  ქართველ გულშემატკივრებს განსაკუთრებით ახარებთ. რუსთავში დაიბადა და გაიზარდა, მერე  ისე მოხდა, რომ საბერძნეთში მოუწია საცხოვრებლად გადასვლა… ამბობს, რომ The voice-ში მოხვედრა უკვე წარმატებას ნიშნავს და ბოლომდე იბრძოლებს გამარჯვებისთვის. – თეონი ნაცვლიშვილის პერსონა.

14976044_1444351662260137_614285651_o

 – წელს ბერძნული The Voice-ში მონაწილეობდით და პირველი ტური წარმატებით გაიარეთ… რას განიცდით?
– მიხარია, რომ  ნიჭის გამომჟღავნების საშუალება მომეცა, მაქვს წარმატების შეგრძნება და ვთვლი, რომ The voice-ში მოხვედრა უკვე წარმატებას ნიშნავს. გამარჯვების მისაღწევად ბოლომდე ვიბრძოლებ, ვთვლი, რომ შემიძლია!
– The voice-ს მსგავსი კონკურსი საქართველოშიც ჩატარდა.  ეს კონკურსი პირადად თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია?
სიმღერა ჩემი მოწოდებაა და, რა თქმა უნდა, ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგით დამთავრდება, ნებისმიერი მომავალი მომღერლისთვის მეტად მნიშვნელოვანია.
– რამდენი ხანია, რაც საბერძნეთში, ათენში ცხოვრობთ და სად სწავლობთ?
საბერძნეთში საცხოვრებლად 2008 წელს ჩამოვედი.
– ბავშვობა… რატომ აირჩიეთ მუსიკა?12
– მუსიკა არ ამირჩევია, პატარა ასაკიდანვე აღმოაჩინეს ჩემი მუსიკალური მონაცემები, პირველად   სამი წლის ასაკში მივიღე მონაწილეობა კონცერტში, სადაც შევასრულე სიმღერა “ჩემი კარგი ბაბუა”.
– საქართველოში სად სწავლობდით, პედაგოგები… როგორ შეისწავლეთ მუსიკა, სიმღერა?
დავამთავრე რუსთავის მე-2 მუსიკალური სკოლა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ვერ შევძელი გაგრძელება, ამას მოჰყვა ნაადრევი გათხოვება 16 წლის ასაკში.
20 წლის ვიყავი, როდესაც ჩამოვედი საბერძნეთში დედასთან საცხოვრებლად. აქ დავამთავრე „Fame Studio”-ს მუსიკალური კოლეჯი. შემდეგ გავიარე კერძო გაკვეთილები პედაგოგ ირმა მატაკაკთან.
შეასრულეთ ინგლისურენოვანი სიმღერა ONE NIGHT ONLY
საკმაოდ რთული სიმღერაა, სიმღერას თვითონ ურჩევენ მომღერალს მისი შესაძლებლობის გათვალისწინებით.%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%b0%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98
– თქვენი გამოსვლის შემდეგ მწვრთნელები, ცნობილი ბერძენი მომღერალი, ევროვიზიის გამარჯვებული ელენი პაპარიზუ და პანოს მუზურაკისი შემოტრიალდნენ, ფეხზე წამომდგარი და ხელგაშლილები ელოდებოდნენთქვენ ელენი პაპარიზუ აირჩიეთ….
ელენათი ძალიან აღფრთოვანებული ვიყავი, ვუსმენდი მის სიმღერებს, თითქმის ყველა სიმღერა ზეპირად ვიცი, ვთვლი, რომ არის უძლიერესი მომღერალი, ნიჭიერი ხელოვანი, გვაქვს ერთი სტილი, ორივე ვმღერით პოპს. ძალიან მიყვარს, ჩემთვის დიდი პატივია ელენას გუნდში მოხვედრა, დარწმუნებული ვარ, მისგან ბევრ რამეს ვისწავლი.
– არჩევანის გამოცხადებამდე  მომღერლის და მწვრთნელის თხოვნით  ქართული ,,თბილისო“- ნაწყვეტიც შეასრულეთ…
– მათ არ მოუთხოვიათ “თბილისო”-ს შესრულება, მთხოვეს, შემესრულებინა ნებისმიერი სიმღერა, რომელიც გამოხატავდა საქართველოს.15139801_1444085565620080_2002801020_n
ეს სრულიად მოულოდნელი იყო ჩემთვის. ის მომენტი, რომ The voice-ს სცენაზე ქართულ სიმღერას ვმღეროდი, ძალიან გულის ამაჩუყებელი იყო, ემოციურად ისე დავიძაბე, სიტყვებიც კი დამავიწყდა.
პირველ ტურში რამდენი მონაწილე გავიდა? მეორე ტურამდე ალბათ გაივლით სწავლებას ცნობილ მომღერალ-მწვრთნელთან…
– დაახლოებით 8000 მონაწილიდან 128 გადავიდა პირველ ტურში. წინასწარ არავინ გვაფრთხილებს, რა სიმღერას შევასრულებთ. ელენი მომამზადებს და ის შემირჩევს სიმღერას… დაახლოებით ერთ თვეში იქნება მეორე ტური.
ზურა ხაჩიძესთან ერთად გქონდათ ათენში კონცერტი…
2013 წელს ზურა ხაჩიძემ გამართა კონცერტი საბერძნეთში, სადაც რეკომენდაცია გამიწიეს ავთანდილ გიუნაშვილმა და მარგო ცუცქირიძემ. შევასრულე 8 ბერძნული სიმღერა და 1 რუსულენოვანი სიმღერა მასთან დუეტში!
– მამა მხატვარია…15139486_1444052058956764_329882580_n
– მამა ზაზა ნაცვლიშვილი  ძალიან ნიჭიერი მხატვარია. მან დაამთავრა თოიძის სახელობის სამხატვრო აკადემია, დედა 16 წელია საბერძნეთში ცხოვრობს. სპეციალობით კოსმეტოლოგია და  ამერიკულ ფირმაში მუშაობს.
მეუღლე… შვილები…
– მეუღლეს გაცილებული ვარ, მაგრამ დღემდე  ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, გვყავს 11 წლის გოგონა, ლიზი, რომელიც არის ჩემთან ერთად და იღებს განათლებას ბერძნულ სკოლაში.

 

ესაუბრა თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები