შეცვლის თუ არა ტრამპის გაპრეზიდენტება აშშ-საქართველოს ურთიერთობებს – რა მოლოდინი აქვთ პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს

ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი, რიგით 45-ე პრეზიდენტი ჰყავს. თეთრ სახლში ბარაკ ობამას ადგილს უახლოეს პერიოდში დონალდ ტრამპი დაიკავებს. ამერიკელი მაგნატის წინასაარჩევნო დაპირებების გათვალისწინებით, რომელიც საზღვრების კონტროლს და რუსეთთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებებს ეხებოდა, საზოგადოებისა და ანალიტიკოსების ნაწილი აცხადებდა, რომ ტრამპის გამარჯვება, როგორც ამერიკას, ასევე გლობალურ პოლიტიკურ რეალობას თავდაყირა დააყენებდა. 
ექსპერტების ნაწილი თვლიდა და თვლის, რომ ტრამპის ექსცენტრიული, ხმაურიანი განცხადებების ნაწილი, წინასაარჩევნო სტრატეგია იყო და რეალურად არც ამერიკას და არც მსოფლიოს მისი გაპრეზიდენტებით საფრთხე არ ემუქრება. მათივე განცხადებით, ტრამპის “საშიშ ფიგურად“ წარმოჩენაში ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ ტრამპის განცხადებების ინტერპრეტირებამაც შეუწყო ხელი. მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, ტრამპის გამარჯვების შემდეგ ერთ-ერთი მთავარი საკითხი ისაა, თუ რა საგარეო პოლიტიკას აწარმოებს აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი.

პოლიტიკოსების ნაწილი საფრთხეს ხედავს ტრამპის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაკეთებულ იმ განცხადებებში, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობას ეხება. ადგილობრივი მედიასაშუალებები იმასაც წერდნენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ტრამპმა, მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარება არ გამორიცხა. ამასთან, დონალდ ტრამპმა ისიც განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი არც ბარაკ ობამას სცემს პატივს და არც მის უკვე ყოფილ კონკურენტს, ჰილარი კლინტონს. ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ის პუტინს მოეწონება და განაცხადა, რომ მისი აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე დადებითად აისახებოდა.

ტრამპის აღნიშნული რიტორიკის ფონზე, ჩნდება კითხვა – გადახედავს თუ არა შეერთებული შტატები საგარეო პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში.

ჯერ კიდევ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი – იან კელი აცხადებდა, რომ მიუხედავად იმისა, ”რესპუბლიკელები” გაიმარჯვებდნენ თუ ”დემოკრატები”, მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდებოდა, რადგან მისი თქმით, საქართველო რეგიონულ გამოწვევებთან გასამკლავებლად სერიოზულ ნაბიჯებს დგამს.15050313_540006446205543_776125369_n

„ყოველ ჯერზე, როცა ვაშინგტონში ჩავდივარ, ვრწმუნდები იმ ღრმა მხარდაჭერაში იმის მიმართ, რაც აქ, საქართველოში კეთდება. ეს მხარდაჭერა გაგრძელდება, იმის მიუხედავად, გაიმარჯვებენ ”რესპუბლიკელები” თუ ”დემოკრატები”. ჩვენი მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგან თქვენ მართლაც განსაკუთრებულ ნაბიჯებს დგამთ რეგიონულ გამოწვევებთან გასამკლავებლად”, – განაცხადა ამერიკის ელჩმა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ქართულ-ამერიკული მრავალწლიანი მეგობრობა და ძლიერი ურთიერთკავშირი კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება. ამის შესახებ პრეზიდენტი წერილში აღნიშნავს, რომლითაც დონალდ ტრამპს გამარჯვებას ულოცავს.

„თქვენი საპრეზიდენტო მისია იწყება იმ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, როდესაც მსოფლიო და კაცობრიობა დგას ახალი გამოწვევების, მზარდი და ურთიერთგადაჯაჭვული საფრთხეების წინაშე, რაც უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს ისეთი უნივერსალური ღირებულებების დასაცავად, როგორებიცაა თავისუფლება, დემოკრატია და მშვიდობა. ამერიკის როლი იყო და რჩება უნიკალურად მსოფლიო სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. დარწმუნებული ვარ, რომ შეერთებული შტატების მტკიცე ლიდერობით ჩვენ ვიხილავთ კიდევ უფრო დაცულ, უსაფრთხო და წარმატებულ სამყაროს. საერთო ღირებულებები ჩვენი ქვეყნების ისტორიული მეგობრობის საფუძველია. ჩვენი ხალხები ერთიანი ძალისხმევით უმკლავდებიან არსებულ გამოწვევებს და მტკიცედ დგანან ერთმანეთის გვერდით საერთო კეთილდღეობისა და უსაფრთხოების დასაცავად.
ქართველი და ამერიკელი სამხედროები მხარდამხარ მსახურობენ უსაფრთხო მსოფლიოს სადარაჯოზე. ამ ერთობას არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სახელმწიფოებისა და კაცობრიობის მშვიდობიანი მომავლის უზრუნველსაყოფად. გამუდმებით, ჩემი ქვეყნის წინსვლისა და განვითარების ყოველ ეტაპზე, ჩვენ ვგრძნობთ ამერიკელი ხალხისა და მისი მთავრობის უზარმაზარ მხარდაჭერასა და თანადგომას. მსურს მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიული განვითარების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური სწრაფვის ურყევ მხარდაჭერაში აშშ-ის განსაკუთრებული როლისათვის, რასაც ქართველი ხალხი უაღრესად აფასებს. პატივცემულო, ბატონო 15033627_540006379538883_2067137958_nპრეზიდენტო, მოუთმენლად და დიდი იმედით ველი ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნების სტრატეგიულ პარტნიორობას. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ქართულ-ამერიკული მრავალწლიანი მეგობრობა და ძლიერი ურთიერთკავშირი კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ. თქვენო აღმატებულებავ, თქვენდამი უღრმესი პატივისცემის დადასტურებით, მსურს გისურვოთ წარმატება თქვენს საქმიანობასა და ყველა მნიშვნელოვან წამოწყებაში, რაც ჩვენი მეგობარი ამერიკელი ხალხის მშვიდობასა და კეთილდღეობას მოემსახურება“, -აღნიშნავს გიორგი მარგველაშვილი.

დონალდ ტრამპს გამარჯვება მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც. მილოცვაში პრემიერი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, განაგრძოს თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან.

„მსურს, გულწრფელად მივულოცო ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება დონალდ ტრამპს. ამერიკელმა ხალხმა ხმა მისცა ცვლილებებს, რომელიც ორიენტირებულია შეერთებული შტატების გაძლიერებაზე.15033764_540006589538862_1140345208_n
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ჩვენი ურთიერთობები ეფუძნება ორი ქვეყნის ინტერესებს. ურთიერთნდობის წლებმა საფუძველი ჩაუყარა ძლიერ, ყოვლისმომცველ და ღრმა სტრატეგიულ პარტნიორობას სახელმწიფოთა შორის. მოწოდებული ვართ, განვაგრძოთ თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან მშვიდობის, უსაფრთხოების, განვითარებისა და თავისუფლების უზრუნველსაყოფად ჩვენს ქვეყნებში, რეგიონში და მის მიღმა”, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

პარლამენტის თავმჯდომარე, ყოფილი “რესპუბლიკელი“  დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ აშშ-ს ახალი პრეზიდენტის პირობებში უშუალოდ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში რაიმე პრობლემა არ გაჩნდება. თუმცა მისი ვარაუდით, მოსალოდნელია გარკვეული გამოწვევები საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო პოლიტიკის სისტემაში. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ მხრივ, საქართველოს განსაკუთრებული სიფხიზლე მართებს.

„ამერიკის შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი დასრულდა. დასრულდა ისე, როგორც შესაძლოა ბევრი არ ელოდა, არც აშშ-ში და არც მის ფარგლებს გარეთ, მაგრამ ეს არის რეალობა, ეს არის ამერიკელი ხალხის არჩევანი. ყოველთვის არც ამერიკელები არიან აღფრთოვანებული იმით, რა არჩევანსაც ვაკეთებთ ჩვენ – ქართველები, მაგრამ ამის მიუხედავად, ისინი ჩვენთან სტრატეგიულ მეგობრობას აგრძელებენ.
არ მგონია, რომ ახალი პრეზიდენტის პირობებში ქართულ-ამერიკულ ორმხრივ ურთიერთობებში რაიმე პრობლემები გაჩნდება. მე უფრო ველოდები გარკვეულ გამოწვევებს საერთაშორისო სისტემაში – საერთაშორისო უსაფრთხოების, საერთაშორისო პოლიტიკის სისტემაში, სადაც დღემდე შეინიშნებოდა პასუხისმგებლობებისა და ინიციატივების დეფიციტი“, -აცხადებს უსუფაშვილი.

პარლამენტის   ყოფილი თავმჯდომარე და ”დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე რადიკალურ ცვლილებებს ელოდება. მისი შეფასებით, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა ერთმნიშვნელოვნად შეცვლის მსოფლიოს.

”ერთმნიშვნელოვანია, რომ შეიცვლება რუსულ-ამერიკული ურთიერთობები, რადიკალურად შეიცვლება გლობალური ვითარება, მათ შორის ჩვენს რეგიონშიც. მე სრულიად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ რუსეთის და ამერიკის მოლაპარაკებების მიმდინარეობის დროს, საქართველო განსახილველი საკითხების პირველ ათეულშიც კი ვერ მოხვდება. სამწუხაროდ, ჩვენ ხელისუფლებაში არ გვყავს კომპეტენტური, პროფესიონალი და პოლიტიკოსებით დაკომპლექტებული გუნდი, შესაბამისად, ისინი ვერ შეძლებენ საქართველოს ინტერესების დაცვას. ამ გლობალური ცვლილებების პერიოდში, ამერიკაში ჩატარებული არჩევნების შედეგი და ის რეალური ძვრები, რომელიც მსოფლიო პოლიტიკაში მოხდება, ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზული გამოწვევა გახლავთ“, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

აშშ-ის მოსახლეობას 45-ე პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევას ულოცავს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და აღნიშნავს, რომ საქართველო – აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობის განმტკიცება უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებისთვის.

„იმედს ვიტოვებთ, რომ ახალი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის პირობებში, საქართველოს და აშშ-ის ურთიერთობები ინტენსიური იქნება და საქართველო დარჩება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგში”, – ნათქვამია პარტიის მილოცვაში.

ექსპერტი გია ხუხაშვილი “კვირასთან“ თემაზე საუბრისას აცხადებს, რომ მეტწილად საქართველოზეა დამოკიდებული, რამდენად საჭირო ვიქნებით აშშ-სთვის, რომ ქვეყანამ ჩვენთან სტრატეგიული პარტნიორობა გააგრძელოს.

„არა მგონია, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა და დამოკიდებულება შეიცვალოს, თუმცა ეს უფრო მეტად დამოკიდებულია ჩვენზე, ვიდრე შეერთებულ შტატებზე. ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად საჭირო ვიქნებით მათთვის, რომ ჩვენთან გააგრძელონ სტრატეგიული პარტნიორობა“, – აღნიშნა ხუხაშვილმა.15033647_540006672872187_2135681477_n

სამხედრო ექსპერტი, „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ პროფესორი ნიკა ჩიტაძე თვლის, რომ მიუხედავად ტრამპის პოზიტიური განცხადებებისა რუსეთის მიმართ, ამერიკის საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა ნაკლებად სავარაუდოა.

“პარალელურად გაიმართა არჩევნები სენატში, ტრამპს მოუწევს გაითვალისწინოს “რესპუბლიკელების” პოზიციები რუსეთთან მიმართებაში, პარადოქსულია, მაგრამ თანაპარტიელების პოზიციები განსხვავებულია. ტრამპმა გაპრეზიდენტების შემდეგ რიტორიკა შეცვალა, იმედია, ეს რუსეთთან მიმართებაშიც ასე იქნება. თანამშრომლობა ამერიკასთან, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. უბრალოდ, ყველაზე უარეს შემთხვევაში, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტრამპის პუტინთან დაახლოებამ შესაძლოა, რუსეთს კავკასიაში მანევრირების მეტი საშუალება მისცეს“, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
თუმცა ჩიტაძე ობამას პუტინთან ვიზიტსაც იხსენებს და აღნიშნავს, რომ გადატვირთვის პოლიტიკა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას ხელს არ შეუშლის.

ამერიკის შეერთებული შტატების ახალარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოში 2012 წლის აპრილში იმყოფებოდა. საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 21 აპრილს ის თავის რეზიდენციაში მიიღო და ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. დონალდ ტრამპი და მიხეილ სააკაშვილი 22 აპრილს ბათუმში ტრამპის პირადი თვითმფრინავით გაფრინდნენ. დონალდ ტრამპმა თავად მიიღო მონაწილეობა იმ პროექტის პრეზენტაციის საზეიმო ცერემონიალში, რომელიც 47-სართულიანი 14996335_540007016205486_1472052206_nმულტიფუნქციური ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავდა. ამერიკელი მილიარდერის, დონალდ ტრამპის საქართველოში ვიზიტს მაშინ უცხოური მედიაც გამოეხმაურა. “Fox News”-ის პირდაპირ ეთერში დონალდ ტრამპი ტელეფონით ჩაერთო და განაცხადა, რომ ბათუმით აღფრთოვანებული იყო.

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია 2017 წლის 20 იანვარს გაიმართება, რის შემდეგაც შტატების რიგით 45-ე პრეზიდენტი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები