ნიკოლოზ მჟავანაძე: როგორც იქნა, საქართველოც განთავისუფლდა “რესპუბლიკური პარტიისგან”

როგორც იქნა საქართველოც განთავისუფლდა რესპუბლიკური პარტიისგან“, – ამის შესახებ უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს.
მჟავანაძე „რესპუბლიკურ პარტიას“ მათ მიერ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს.
„ლევან ბერძენიშვილი კი იძახდა ჩაუძირავები ვართო, მაგრამ ვხედავთ როგორ თვალსა და ხელს შუა იძირება ლიბერასტულ ქართველთმოძულე რესპების პარტია. ადამიანი როცა ამ ქვეყნიდან მიდის გარკვეული წინათგრძნობა აქვს. ალბათ ეს წინათგრძნობა აღმოაჩნდა ძმებ ბერძენიშვილის და ჩვენს ,,საყვარელ” თამარ კორძაიას როცა ლოზუნგად ,,განვთავისუფლდეთ” აირჩიეს. როგორც იქნა საქართველოც განთავისუფლდა რესპუბლიკური პარტიისგან“, – წერს ნიკოლოზ მჟავანაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები