თენგიზ შერგელაშვილმა “რესპუბლიკელები“ დატოვა – მინისტრის მოადგილე მიზეზებს განმარტავს

ინფრასტრუქტურის მინისტრი მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა “რესპუბლიკური პარტია“ დატოვა.
შესაბამისი შინაარსის განცხადებას, შერგელაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს.
მინისტრის მოადგილე გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობს და წერს, რომ დროთა განმვალობაში გაიზარდა შინაგანი წინააღმდეგობები მის ხედვებს, პრიორიტეტებსა და პარტიის საქმიანობის სტრატეგიულ, ტაქტიკურ და ორგანიზაციულ მიდგომებს შორის.
„ საქართველოს რესპუბლიკური პარტიის განვითარების პროცესში სხვადასხვა ფორმით შესაბამისი წვლილი მეც მაქვს შეტანილი. ამასთან, დროთა განმვალობაში გაიზარდა შინაგანი წინააღმდეგობები ჩემს ხედვებს, პრიორიტეტებსა და პარტიის საქმიანობის სტრატეგიულ, ტაქტიკურ და ორგანიზაციულ მიდგომებს შორის. მრავალ შიდა დისკუსიაში გამოვხატე ჩემი აზრი, თუმცა ამან არსებითი შედეგები ვერ გამოიღო და გამოცდილებიდან გამომდინარე არსებითი კორექტირების რესურსს ვეღარ ვხედავ. ვფიქრობ, ჩემი ხედვები სულ უფრო და უფრო აცდენილია პარტიის შიგნით ჩამოყალიბებულ ძირითად მეინსტრიმს.პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის პათოსი და პოსტსაარჩევნო განცხადებები, შეფასებები და სამომავლო ხედვები აღმოჩნდა ბოლო წვეთი. შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, – წერს თენგიზ შერგელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები