„საამაყოა შენი ცოლობა“ – ხიდაშელი უსუფაშვილს ემოციურ პოსტს უძღვნის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის ქორწინებიდან 20 წელი გავიდა.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით თინა ხიდაშელი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
„20 წელი ერთად! თითქოს ბევრია, სინამდვილეში 20 დღესავით გაიფრინა. კიდევ ბევრი წელი წინ არის. ალბათ ასეთივე წლები იქნება, როდესაც მუდმივად “სულ ცოტა ხანს მოგიპარავ” ბედნიერებისკენ მივდივართ.
როდესაც ზოგჯერ კვირების მანძილზე ფიქრობ, რომ აუცილებლად მოიხელთებ, სხვებისგან, საქმისგან მოიპარავ. ამ მოპარულ წუთებში კიდევ უფრო მეტი ბედნიერებაა, როცა ხანდახან გგონია რაღაცას აშავებ, უნდა დაიმალო. თითქოს უკან, ბავშვობაში ბრუნდები, როცა შეყვარებული იყავი და მალავდი, როცა ჩუმად ხვდებოდი… სულ მუდამ საინტერესოა შენთან ყოფნა, საამაყოა შენი ცოლობა, მადლიერი ვარ სანდროს და გიგას დედობის, კიდევ ბევრი 20 წელი ასე ვიყოთ, წინ დიდი გამოცდაა ბებია-ბაბუობა“, – წერს თინა ხიდაშელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები