ამირან სალუქვაძე მედიაექსპერტის მოწოდებას შეურაცხმყოფელს უწოდებს​ – თუ ექსპერტი ხართ, იყავით ექსპერტი

ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე მედიაექსპერტ ნინო დანელიას მოწოდებას აკრიტიკებს და მის ინიციატივას შეურაცხმყოფელს უწოდებს. ამის შესახებ ამირან სალუქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:

„ახლა წავიკითხე მედიაექსპერტ ნინო დანელიას (არ მინდა დავარქვა შეურაცხმყოფელი, თუმცა ეს ასეა და ავხსნი ქვემოთ, თუ რატომ) “ინიციატივა” თუ მოწოდება, როგორ უნდა მოიქცეს ამომრჩეველი მეორე ტურში. ნინო ეუბნება საზოგადოებას: ტექნიკურად მიეცით ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს მას არაფერს შემატებს, ეს არ იქნება „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიცემული ხმა, უბრალოდ „ქართულ ოცნებას“ კონსტიტუციურ უმრავლესობას არ მისცემსო. თუ ექსპერტი ხართ, იყავით ექსპერტი. თუ კონკრეტული პარტიის ექსპერტი ხართ, ასე დაიწერეთ: ამა და იმ პარტიის ექსპერტი. თუ დამოუკიდებელი ექსპერტი ხართ, რატომ ეწევით ერთი პარტიის აგიტაციას? თქვენი ე.წ. ინიციატივა შეურაცხმყოფელია, რადგან ხალხს ბრბოდ აღიქვამთ, რომელსაც ელემენტარული ანალიზის უნარი არ აქვს, გგონიათ, თვლაც არ იციან. ჯერ ერთი, რას ნიშნავს ტექნიკურად მიეცით ხმა, ეს არ იქნება „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიცემული ხმა, უბრალოდ შემოხაზეთ ხუთიანი. მაგარია. მოდით, შევატრიალოთ: ხალხო, არ მისცეთ ხმა „ქართულ ოცნებას“, უბრალოდ შემოხაზეთ 41. კარგია? თქვენ ამბობთ, რომ თუ ორმოცდაათივე ოლქში ხმას მისცემენ საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ, იცით რას მივიღებთ? 1-ლი კლასის არითმეტიკაა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ამჟამად აქვს 27 ხმა. თუ 50 მაჟორიტარს დაიმატებს, მიიღებს 77-ს, ანუ უმრავლესობას. შესაბამისად, ჩამოაყალიბებს მთავრობას. თქვენ ამბობთ, არაფერს შემატებსო. არაფერია 27+50=77-ს? გინდათ 5 შემოხაზეთ, გინდათ – 41, უბრალოდ, დებილებად ნუ გვთვლით, ჩვენც გვაქვს 2 კლასის განათლება და თუ ექსპერტობთ, ანალიზი აკეთეთ, რეკომენდაციები მიეცით ხელისუფლებას ან საზოგადოებას. თქვენ აგიტაციას აკეთებთ. ბრბო არ ვართ. დაიზეპირა ყველამ “საკონსტიტუციო უმრავლესობა” და ერთ ტექსტს კითხულობთ. მედიაექსპერტობას აღარ შევეხები. ისე, ცნობისთვის, 7 წელი მედიის ანალიზით ვიყავი დაკავებული, თანამდებობრივად და არა მოყვარულის დონეზე, კურსიც მიმყავდა. წაგიკითხავთ თუ გნებავთ და იექსპერტეთ. შეურაცხყოფას ნუ გვაყენებთ. უფრო მედიასაშუალებების მიკვირს, რომ ამ ყველაფრის ტირაჟირებას აკეთებთ. ამომრჩეველმა ხმა უნდა მისცეს იმ პარტიას, რომელიც მოსწონს და არა რაიმე საშიშროების აცილებას. ყველა პარტია ცდილობს უმრავლესობისთვის. ვისაც სურს, შემოხაზავს 5-იანს, ვისაც სურს, შემოხაზავს 41-ს“,-წერს ამირან სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები