მანანა კობახიძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: ეს სახელმწიფოს პრინციპული პოზიციის და თავდაუზოგავი შრომის შედეგია

სტრასბურგის სასამართლოს მიერ მერაბიშვილის საქმეზე საქართველოს მთავრობის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტს უმრავლესობის დეპუტატი მანანა კობახიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს სახელმწიფოს პრინციპული პოზიციის და თავდაუზოგავი შრომის შედეგია.
კობახიძემ იუსტიციის სამინისტროსა და მერაბიშვილის საქმეზე მომუშავე ყველა პირს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მიულოცა.
„ვულოცავ იუსტიციის სამინისტროს და ყველა იმ პირს, ვინც იმუშავა მერაბიშვილის საქმეზე, სახელმწიფოს მხრიდან წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილებას და დიდ პალატაში საქმის განსახილველად გადაგზავნას! ეს არც ისე ხშირად ხდება, ეს სახელმწიფოს პრინციპული პოზიციის და თავდაუზოგავი შრომის შედეგია“, – წერს კობახიძე ფაისბუკის საკუთარ გვერდზე.
სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე საქართველოს მთავრობის საჩივარი დააკმაყოფილა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც წულუკიანმა განმარტა, იუსტიციის სამინისტრომ მთავრობის სახელით მერაბიშვილის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება გაასაჩივრა. წულუკიანის თქმით, მთავრობა არ ეთანხმებოდა ერთ კონკრეტულ პუნქტს, რომელიც შეეხებოდა ე.წ. ფარცხალაძის ეპიზოდს და მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანას. იუსტიციის მინისტრის განმარტებით, საქმის განხილვა დაიწყება თავიდან. მისივე თქმით, მეორე მხარეს ეს გადაწყვეტილება დღესვე ეცნობება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები