ქართველი კომპოზიტორის ლაზური მუსიკა და მეუღლისთვის გამოგონილი მუსიკალური ინსტრუმენტი

კომპოზიტორი, რომლის როკსტილი  კლასიკური კომპოზიციები მაშინდელ საბჭოთა კავშირში ახალი სიტყვა იყო, მუსიკალურ კონკურსიურმალასშესარჩევ ტურზე 14 მონაწილიდან რვა მისი არანჟირებით შექმნილ კომპოზიციას ასრულებდა. მისი სიმღერები ქართველი მომღერლებისა და მუსიკალური ჯგუფების რეპერტუარშია. დღეს კი მის შემოქმედებაში დიდი ადგილი ლაზურ მუსიკას უჭირავს. კომპოზიტორი მერაბ მამულაშვილი, – ,,პერსონაში.

1616793_692171297480702_1563523170_n ბატონო მერაბ, ცნობილია, რომ თქვენ სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის: ხალხური, საგალობელი, კლასიკა, როკი, ჯაზროკი, –საესტრადო გათავისების შედეგად ახალ მუსიკალურ მიმდინარეობამდე მიხვედით..
– ჩემი ბოლო პერიოდის კომპოზიციები ე.წ. “სულიერი მუსიკის“ ჟანრს განეკუთვნება და, ვფიქრობ, ქართულ ხალხურ და სხვა ჟანრებთან სინთეზში ისინი, მართლაც, ინდივიდუალურობით გამორჩეული ნიმუშებია. ჩემს კომპოზიციებში ისეთ ხალხურ ინსტრუმენტებს ვიყენებ, როგორიცა: ჭუნირი, ფანდური, ჩონგური, ჩანგი, სალამური, დუდუკი და ჩემი მეუღლის მიერ სპეციალურად ჩემთვის შექმნილი მუსიკალური ინსტრუმენტით, რომელსაც ჩემმა გოგომ დარპლიპიტო დაარქვა, რადგან ის დაირისა და დარპლიპიტოს ნაჯვარია….
რამდენადაც ვიცი, მუსიკასთან პირველი შეხება 70-იან წლებში გქონდათ...
– მუსიკის წერა სტუდენტობიდან დავიწყე. ვწერდი საბავშვო სიმღერებს, რომლებიც 1974 წლიდან ცენტრალური ტელევიზიითა და რადიოთი გადაიცემოდა. 1975-76 წლებში ხალხური ანსამბლის “მეტეხის” ვოკალურ ჯგუფში ვმღეროდი. 1976-77 წლებში ჯაზ-როკ-ჯგუფში საყვირზე, ხოლო როკ-ჯგუფ “გრემში” ბას-გიტარაზე ვუკრავდი. საშემსრულებლო მოღვაწეობის პარალელურად, კომპოზიციებსაც ვწერდი. მერე კონტრაბასზე გადავინაცვლე და სწავლა კონსერვატორიაში განვაგრძე..
თქვენ ანსამბლრეროსთვისწერდით და, ამ გარდა, თქვენი სიმღერები ბევრი სხვა ანსამბლის რეპერტუარშიც იყო.
3
– ასე გახლავთ. დავიწყოთ 70-იანი წლებიდან: 1978-79 წლებში სწავლის პარალელურად, სიღნაღის მუსიკალური სასწავლებლის საესტრადო ანსამბლს ვხელმძღვანელობდი, ხოლო 1980 წლიდან კი, – რუსთავში, საბავშვო ანსამბლ “რუსთავის გვირილებს”. ამ პერიოდში აქტიურად ვწერდი საბავშვო სიმღერებს და ყოფილი საბჭოთა კავშირის დიდ ქალაქებში კონცერტებს ვმართავდი. 1983 წლიდან სახელმწიფო ფილარმონიის ანსამბლ “პირამიდის” ინსტრუმენტალისტი, ვოკალისტი და კომპოზიტორი ვიყავი. სხვათა შორის, ამ ანსამბლის რეპერტუარშიც 80 %- ჩემი სიმღერები იყო. შემდეგ ბათუმის საესტრადო სიმღერის ჯგუფი “რივიერა”, მოგვიანებით კი “ინტერვალი” იყო. მოსკოვში ახალგაზრდობის მსოფლიო საერთაშორისო ფესტივალზე ეს ჯგუფი საქართველოს სახელით წარმატებით გამოვიდა. 1986 წელს თბილისში, მომღერალ ზურაბ ცისკარიძესთან ერთად ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლი ჩამოვაყალიბე. ამის მერე იყო ჯგუფი “პარადოქსი” …
თუ არ ვცდები, სწორედ ამ ჯგუფის რეპერტუარში შედიოდა როკსტილში დამუშავებული კლასიკური კომპოზიციები, რაც საბჭოთა კავშირში ახალი სიტყვა იყო?
– იმ დროს ასეთი რამ პირველად მართლა ჩვენ გავაკეთეთ. “იურმალას” თბილისის შესარჩევ ტურზე 14 მონაწილიდან რვა ჩემი არანჟირებით შექმნილ კომპოზიციას ასრულებდა, ტელევიზიის საესტრადო-სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, შესრულდა ჩემი სამი კომპოზიცია, რის შემდეგაც კომპოზიტორ ალექსანდრე რაქვიაშვილის რეკომენდაციით ტელერადიო კომიტეტის საესტრადო-სიმფონიურ ორკესტრში მიმიწვიეს. გარკვეული დროის მერე როკ-ჯგუფი “ოკეანე” დავაარსე, რომლის სოლისტიც მომღერალი ვახტანგ მაკალათია გახლდათ, დღეს ის უცხოეთში ცხოვრობს. ამ ჯგუფის რეპერტუარი, ძირითადად, პატრიოტული იყო. 1990 წელს ის იურმალის კონკურსზე წარდგა, სადაც ქართული პატრიოტული სიმღერების გამო მოსკოვის მუსიკალურმა რედაქტორებმა რეპერტუარი შეგვაცვლევინეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ფინალში ჯგუფმა ჩემი კომპოზიცია – “კერპების დაცემა” მაინც შეასრულა და კონკურსის დიპლომანტი გახდა. 1991 წელს “ოკეანემ” ვილნიუსის საერთაშორისო კონკურსზე დიპლომანტის ტიტული მოიპოვა. 90-იან წლებში, კარგად იცით, თბილისში როგორი მძიმე პოლიტიკური სიტუაცია იყო და სწორედ ასეთ დროს 40 ბავშვისგან შემდგარი ანსამბლი “შოკოლადი” ჩამოვაყალიბე.. ეს იმ ბავშვებისთვის თავისებური შველაც იყო, რათა იმ წლების სიმძიმე არ ეგრძნოთ….
4 ვიცი, რომქართულ ხმებთან ერთად გოგი დოლიძემ თავისი ერთადერთი CD ალბომი სწორედ თქვენთან თანამშრომლობით მოახერხა...
– მეამაყება, რომ ამ ალბომის არანჟირებების 90% მე ეკუთვნის. გოგი დოლიძესთან ურთიერთობა ჩემთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, ასეთი მომღერლები და ადამიანები ცოტანი გვყავს.. ამ პერიოდში მუსიკას ახალი დოკუმენტური ფილმებისთვისაც ვწერდი.
 – დღეს თქვენს შემოქმდებაში დიდი ადგილილაზურ მუსიკასუჭირავს..
– ლაზური მუსიკა ჩვენი წინაპრების სულის ხმაა. “ლაზური პროექტი” კოლხური კულტურის ცენტრში უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის ილია II-ს ლოცვა კურთხევით ხორციელდება. ამ პროექტის ფარგლებში უკვე გამოიცა დისკი – “ხელაკაობა”, სადაც ჩემი 13 ლაზური კომპოზიციაა შესული. 2009 წელს გამოვეცი პატრიოტული სიმღერების CD დისკი: “მზიანი ღამეა, მალე გათენდება”, რომელიც მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქს „ილია მეორეს” მივუძღვენი. საერთოდ, ლაზების თემა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მასზე 2012 წელს ორი ფილმიც გადავიღე. ერთი მათგანი ლაზ თვითნასწავლ მხატვარ ხასან ჰელიმიშზეა, რომელიც რეიტინგით მსოფლიო ათეულშია შესული, ამ ფილმის სახელია – „ლაზი ვორე, ლაზი-ქართველი, ჭანი“ და ის ბათუმში, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის კინოფესტივალზე დაჯილდოვდა: “ოქროს ლომით”, წმიდა ანდრიას ჯვრის მედლითა” და “მაყურებლის სიმპათიის” პრიზით. მეორე ფილმი ლაზ გოგონათა ფოლკლორულ კვარტეტ „შურიმშინეზეა“.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ხალხი, სამწუხაროდ, გადაეჩვია ხალხური სიმღერების მოსმენას, მომღერლებს ურჩევნიათ ლამაზი, მაგრამ უკვე ცნობილი, ბევრჯერ შესრულებული ქართული სიმღერა ან უცხოური ჰიტი იმღეროს.
 – თავად ლაზებთან თუ გაქვთ ურთიერთობა?
– ლაზებთან კარგი და ხშირი ურთიერთობა მაქვს. მე არ ვყოფილვარ იქ, მაგრამ ხშირად ჩამოდიან საქართველოში. კოლხური ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ანდრიაძეა, მან ჩამრთო ამ ამბავში. მე ფიზიკურად ვერ მოვახერხე, ერთად შევკრიბო ცნობილი ლაზი მუსიკოსები. ყველაზე პოპულარულ შემსრულებლად იქ კაზიმ ქოიუნჯოა დასახელებიული, მაგრამ მასთან შეხვედრა თავის დროზე ვერ მოვახერხე, მოულოდნელად დაიღუპა. რამდენიმე თვის წინ კი თბილისში, თავის მუსიკალურ ჯგუფთან ერთად, კაზიმის ძმა – ნიაზი იყო ჩამოსული, რომელმაც თავისი დისკიც მაჩუქა. მინდა, გითხრათ, რომ ლაზურ სიმღერებს ნიაზი ძმაზე არანაკლებ კარგად ასრულებს.
5ბატონო მერაბ, ვიცი, რომ ფსალმუნებზეც მუშაობდით...
 – დიახ, შარშან ვმუშაობდი და 150 ფსალმუნისთვის მუსიკა დავწერე, – ეს 10 საათის მუსიკაა. მის დასაწერად შთაგონება დეკანოზმა მამა ამირან ამირანაშვილმა მომცა, რომელიც დისკში მსახიობ ზურაბ ცინცქილაძესთან ერთად თავად კითხულობს. ეს ჩემთვის ძალიან საინტერსო დრო იყო. უცნაური რამ მოხდა, 8-9 საათი ვჯდებოდი ინტერნეტთან და თავაუღებლივ ვქმნიდი მუსიკას, ვერ გეტყვით, რა მაძლევდა ამის ძალას… თან არც ერთი ნოტი არ მეორდება. აქვე შევიდა პატრიარქის მიერ დაწერილი ,,წმინდაო, ღმერთო“ და ,,უფალო, შეგვიწყალენ“.
შემოქმედებითი მეგობრობა თემურ ყვითელაშვილთანაც გაკავშირებთ..
– თემური უნიჭიერესი ხელოვანი და იშვიათი ადამიანია. ამას წინათ, სტუდიაში ნუგზარ ერგემლიძის ლექსზე დაწერილი ჩემი სიმღერა – ,,შორეული გზები“ ჩაიწერა, სიმღერა გიტარაზე თავისი იმპროვიზაციებით სწორედ თემურ ყვითელაშვილმა შეასრულა. ჩავწერეთ ამ სიმღერის ვიდეორგოლიც, მასში მსახიობი ნანა ხურითი გადავიღეთ. სხვათა შორის, ამ ნამუშევარში თემურის მსახიობური ნიჭიც აშკარად ჩანს. მოხდა საოცარი რამ: კლიპის გადასაღებად მხოლოდ ერთი დღე გვქონდა და ძალიან გვინდოდა თოვლიანი კადრები, თქვენ წარმოიდგინეთ, ზუსტად იმ ერთ დღეს, ანუ 2013 წლის 19 იანვარს სასწაული მოხდა და თოვლი მართლა წამოვიდა. თემური გაოცებული იძახდა: ნახე, მერაბ, თოვლი მოდის, თოვლი, სასწაული ხდებაო…
ზემოთ ახსენეთ, რომ თქვენი მეუღლე შემოქმედებითი ადამიანია, თქვენი გოგონაც არაჩვეულებრივად მღერის.
– ჩემს მეუღლეს, მსახიობ ფატი თურმანიძეს მრავალმხრივი ნიჭი აქვს: სცენაზე თამაში და სიმღერა ერთნაირად კარგად შეუძლია. ამიტომ ჩემმა გოგონამ, ანუკიმ მას დარპლიპიტო დაარქვა.. რაც შეეხება, ანუკას, ის არაჩვეულებრივად მღერის და სამ ენაზე: ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებზე საუბრობს. მასაც აქვს მსახიობური ნიჭი, თან ხატავს და ნარკვევებს წერს.
მერაბ მამულაშვილისთვის რა არის ცხოვრება?
-ცხოვრება ჩემთვის ერთი დიდი მძიმე ჯვარია, გზა, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა გაიაროს. არც მე ვარ გამონაკლისი, აქამდე მოვედი ჩემი ცხოვრების მრავალფეროვნებით: შეცდომებით, წარმატებებით, აღმოჩენებით, გულისტკივილითა და სიხარულით.. არ არსებობს კარგი ცუდის გარეშე, იმის გამო, რომ ადამიანი არ მოგწონს,- მისი შეძულება არ შეიძლება.  მთავარია მიტევება და მან ჩემი ცხოვრება უფრო საინტერესო გახადა, მუსიკა კი- აზრიანი…

 თეონა გოგნიაშვილი

[youtube video=”JZxhZSwUt9s”] Insert you content here [/youtube]

[youtube video=”yon-KfQBF-Q”] Insert you content here [/youtube]

[youtube video=”wwIsFNgv_ps”] Insert you content here [/youtube]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები