ძირითადი პალესტინური ფრაქციები, მათ შორი ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი”, თანხმობას აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში მმართველობა ტექნოკრატების კომიტეტს გადასცენ,- ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს პრესი” ავრცელებს.
შესაბამისი შეთანხმება პალესტინური ძალების წარმომადგენლებს შორის კაიროში გამართულ შეხვედრაზე იყო მიღწეული.
„დამოუკიდებელი ტექნოკრატებისგან შემდგარი დროებითი პალესტინური კომიტეტი დაკავებული იქნება საბაზისო სერვისების უზრუნველყოფით, არაბ ძმებთან და საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით”,- აღნიშნულია მოლაპარაკებების შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პალესტინური ფრაქციები იმუშავებენ საერთო პოზიციის შემუშავებაზე „გამოწვევებთან გასამკლავებლად”.