პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების ნაწილმა რუსთაველის გამზირი გადაკეტა.
რუსთაველის გამზირის გადაკეტვის შემდგომ, პოლიციამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, გადასულიყვნენ გზის სავალი ნაწილიდან და პროტესტი გამოეხატათ კანონით დადგენილი წესით. ისინი ახალი არჩევნების დანიშვნასა და პროტესტის ფარგლებში დაკავებული პირების გათავისუფლებას მოითხოვენ.
საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე 311 დღეა, რაც მიმდინარეობს.