სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციაზე ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულ ერთ პირს 5 000-ლარიანი, ექვს პირს კი 3 000-3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულ შვიდ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ირაკლი წულაიას 5 000 ლარი, ხოლო გიორგი დუშენკოს, მარიამ ოთინაშვილის, თამარ კორტავას, ინგა პაპუნაშვილი-გაბელია, ვახტანგ გაბელაიას და ალექსანდრე ცნობილაძის მიმართ 3 000-3 000 ლარიანი გირაოს ოდენობა განისაზღვრა.

დაცვის მხარე პროცესზე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 დეკემბერი 16:00 საათზე ჩაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები