ერდოღანი: თურქეთი მზად არის, რუსეთისა და აშშ-ის ლიდერებს ნებისმიერ დროს უმასპინძლოს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის, ნებისმიერ დროს უმასპინძლოს რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერებს.

„აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა თურქეთის მნიშვნელობა მშვიდობის ხედვაში. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დროს ვუმასპინძლოთ ასეთ შეხვედრას“, – აღნიშნა ერდოღანმა.

მან სინანული გამოხატა, რომ ბუდაპეშტში შეხვედრა არ შედგა.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი დიალოგი სასარგებლო იქნება ამ ომის შესაჩერებლად. თავიდანვე ჩვენ ამის მომხრე ვიყავით, ვმუშაობდით ამაზე და ვაცხადებდით, რომ სამართლიანი მშვიდობა შესაძლებელია. ჩვენ გვაქვს კარგი ურთიერთობები ორივე მხარესთან და ვართ ქვეყანა, რომელმაც მოიპოვა ნდობა ორივე მხარისგან. ეს გვაძლევს უპირატესობას მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე და ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, გამოვიყენოთ ეს სიტუაცია კაცობრიობის სასიკეთოდ“, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები