,,საჩხერლობა2025“ მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა
,,საჩხერლობა2025“ მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა.
საჩხერის მერიის ინფორმაციით, გაიმართა კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით; დაჯილდოვდნენ სამოყვარულო სპორტულ თამაშებში გამარჯვებულები მკლავჭიდში, ნარდსა და ჭადრაკში.
ბავშვებისათვის მოწყობილი იყო ატრაქციონები.
ანიმატორებმა, ცოცხალმა ქანდაკებებმა, მიმებმა, ოჩოფეხებმა, დრამერების შოუმ პატარების მხიარულ განწყობაზე იზრუნეს.
მოეწყო სამთო მომზადების სკოლის სამთო აღჭურვილობის სტენდისა და საშტატო შეიარაღების, რეწვის ოსტატების, მუზეუმებისა და ფოტო გამოფენები.
გაიმართა იმერული ღვინის, ადგილობრივი სოფლის ნობათის, კულინარიული ნაწარმის, ყვავილების გამოფენა-გაყიდვა.
წარმოდგენილი იყო ეთნოგრაფიული კუთხეები.
შეიმკო მუხრან მაჭავარიანის ბიუსტი.
საპატიო საჩხერელის ტიტული მიენიჭა პაატა კვიჟინაძეს-საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაულის დელეგატს, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს.
სახალხო დღესასწაულს, რომელიც ტრადიციულად ყოველ წელს იმართება, ესწრებოდნენ ადგილობრივი, ცენტრალური ხელისუფლების, მხარის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები.
ღონისძიება დასრულდა საზეიმო გალა კონცერტით ჯგუფ ,,ურსას“ მონაწილეობით.