ირაკლი ქადაგიშვილი: ხელოვნური დესტაბილიზაციის შექმნის მიზნით არიან აქციის მესვეურები დაკავებულები – ეს არის ანტიქართული ძალების სულჩადგმული აქციები
ხელოვნური დესტაბილიზაციის შექმნის მიზნით არიან აქციის მესვეურები დაკავებულები, ეს დავალება აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
იგი რუსთაველის გამზირზე აქტივისტების შეკრებებს გამოეხმაურა.
„ეს რომ დავალებაა, ამაში ეჭვი არავის ეპარება. თუ დავალება არ არის, არ შეიძლება ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდეს და 20-კაციან ხელოვნურად გადაკეტილ აქციაზე დადგეს და ის სიტყვები ილაპარაკოს, რაც ილაპარაკა. ეს არის ანტიქართული ძალების სულჩადგმული აქციები“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.