ქართველ რესტავრატორთა ჯგუფმა დადიანების სასახლეების ავეჯის რესტავრაციის პროცესი დაიწყო

ხელოვნების სასახლის სარესტავრაციო ლაბორატორიაში ქართველ რესტავრატორთა ჯგუფმა დადიანების სასახლეების უნიკალური ავეჯის რესტავრაციის პროცესი დაიწყო. ინფორმაციას გიორგი კალანდია ავრცელებს.
„სუპერ ამბავი გვაქვს! კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხელოვნების სასახლის სარესტავრაციო ლაბორატორიაში ქართველ რესტავრატორთა ჯგუფმა დადიანების სასახლეების უნიკალური ავეჯის რესტავრაციის პროცესი დაიწყო. მე-18 საუკუნის ფრანგი მხატვრის ანდრე შარლ ბულეს სტილით დამზადებული უნიკალური ავეჯი უკვე რამდენიმე ათეული წელია უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება, დაკარგულია ლითონის ორნამენტაცია, დაზიანებულია მხატვრულად დამუშავებული კუს წითელი ბაკანი, პრობლემები აქვს ხის კონსტრუქციებს, რესტავრაციის პროცესი როგორც გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამაგრებას, ისე პირველადი ისტორიული სახის აღდგენას ისახავს მიზნად. რესტავრირებული ავეჯი – პროცესის დასრულების შემდეგ ზუგდიდის დედოფლისეული სასახლის მუდმივ ექსპოზიციაში დაბრუნდება“, – წერს გიორგი კალანდია.

იხ. ვიდეო:
https://www.facebook.com/reel/2164617530731744

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები