ჰაინსბერგ-უნტერბრუხში სირიული წარმომავლობის ხუთმა მამაკაცმა 17 წლის გოგონა გააუპატიურა

გერმანიაში, ჰაინსბერგ-უნტერბრუხში სირიული წარმომავლობის ხუთმა მამაკაცმა 17 წლის გოგონა გააუპატიურა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის ხუთივე ეჭვმიტანილი დაკავებულია.

მედიის ცნობით, მოზარდი გოგონა, არ არის გერმანიის მოქალაქე. მისი წარმომავლობისა და საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაცია არ გამჟღავნებულა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ იგი ერთ-ერთ ბრალდებულთან იყო ურთიერთობაში.

როგორც ადგილობრივ პროკურატურაში აცხადებენ, დანაშაული მოხდა ჰაინსბერგ-უნტერბრუხში, ერთ-ერთი ბრალდებულის ბინაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები