ევროკავშირმა და უზბეკეთმა პარტნიორობის გაფართოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

ევროკავშირმა და უზბეკეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას პარტნიორობის გაფართოების შესახებ.

როგორც ევროკავშირის პრესსამსახურში განაცხადეს, ხელმოწერილი შეთანხმება ხელს შეუწყობს ვაჭრობის დივერსიფიკაციას და მდგრად განვითარებას.

„ეს შეთანხმება გზას უხსნის ახალ ჰორიზონტებს ისეთ სფეროებში თანამშრომლობისთვის, როგორებიცაა კიბერუსაფრთხოება, ტერორიზმთან ბრძოლა, საზღვრების უსაფრთხოება და ჰიბრიდული საფრთხეების აღკვეთა“, – აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში.

ბრიუსელში განაცხადეს, რომ შეთანხმება ხელს შეუწყობს რეგიონთან კავშირების გაღრმავებას. ევროკომისიაში აღნიშნეს, რომ ეს ქმნის ახალ საკანონმდებლო საფუძველს პოლიტიკური დიალოგის გასამყარებლად და ურთიერთსასარგებლო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას.

„ახალი ფორმატი მიზნად ისახავს კონფლიქტების პრევენციასა და დარეგულირებას, რეგიონული სტაბილურობის განმტკიცებას, განიარაღებას, შეიარაღებაზე კონტროლს და საექსპორტო კონტროლს”, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

ამასთან ერთად, შეთანხმება აჩენს ახალ შესაძლებლობას კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულის მოპოვების სფეროში თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები