საქართველოს პრეზიდენტმა დონარა გვრიტიშვილის შვილი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, მძიმე სენთან მებრძოლი მსახიობის დონარა გვრიტიშვილის შვილი, გიორგი ხოსროშვილი შეიწყალა. ამის შესახებ მსახიობის შვილი, ხატია ხოსროშვილი სოციალურ ქსელში წერს.

,,არ ვიცოდით დახმარება ვისთვის გვეთხოვა და ჰაერში ვითხოვეთ.
დავინახეთ — როგორ ბუნებრივად, ძალდაუტანებლად და ბრწყინვალედ იქცა ათასობით ადამიანი სიკეთის ზვავად.
დედა-შვილის შეხვედრის სევდიანი ამბავი გადაიქცა ისტორიად, რომელიც არამარტო მათზეა — ეს არის ადამიანობაზე, სიკეთეზე, იმ ემოციებზე, რომლებიც გვალამაზებს ყველას. თუმცა მათი შეხვედრა ისეთი ვერ იყო როგორსაც დონარა Donara Gvritishvili ისურვებდა .
მადლობა თითოეული გაზიარებისთვის, კომენტარისთვის, თითოეული სიტყვისთვის, რომელიც ამ ისტორიას შეაწიეთ.
მადლობა მეგობრებს, დედას მეგობრებს, უცნობ ადამიანებს, მთელ საქართველოს, სპეციალური პენიტენციური სამსახური / Special Penitentiary Service of Georgia პრეზიდენტის ინსტიტუციას ( პატიმარი შეწყალებულია) — შეუძლებელია ჩამოვთვალო ყველა, ვინც ამ საქმეში ჩაერთო.
ვინც ამ პოსტს წაიკითხავთ — თქვენ გეკუთვნით ეს მადლობა.
მთელი ჩვენი ოჯახი — მე და ჩემი და Eka Gvritishvilii— ვაფასებთ თქვენს ჩართულობას, გადაწყვეტილებას, დახმარებას და გულწრფელად მადლობელი ვართ,
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას – ადამიანი ჯერ ცოცხალია, სუნთქავს და ძალიან რთულია ასეთ მძიმე მომენტში ჩვენთვის სამძიმრის მოსმენა.
მადლობა , მაგრამ გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაცია გავრცელდა”,- წერს ხატია ხოსროშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები