აშშ-მა კოლუმბიის პრეზიდენტი და მისი მხარდამჭერები დაასანქცირა

აშშ-მა კოლუმბიის პრეზიდენტი და მისი მხარდამჭერები დაასანქცირა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კოლუმბიის პრეზიდენტის, გუსტავო პეტროს მიმართ სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება ანტინარკოტიკული ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე იყო მიღებული.

„მას შემდეგ, რაც გუსტავო პეტრო ხელისუფლებაში მოვიდა, კოლუმბიაში კოკაინის წარმოება ათწლეულების უმაღლეს მაჩვენებლებამდე გაიზარდა, მასობრივად შემოვიდა შეერთებულ შტატებში და ამერიკელებს წამლავს. პრეზიდენტმა პეტრომ ნარკოკარტელებს აყვავების საშუალება მისცა და ამ აქტივობის შეჩერებაზე უარი თქვა. დღეს პრეზიდენტი ტრამპი ძლიერ ნაბიჯს დგამს, რათა დაიცვას ჩვენი ერი და ნათელი გახადოს, რომ ჩვენ არ შევეგუებით ჩვენს ქვეყანაში ნარკოტიკების ტრაფიკს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები