„ნუთუ ვიწრო პოლიტიკური ინტერესი ან ნებისმიერი სხვა რამ ღირს იმად, რომ 40 000 ადამიანის ღირსებას ასე ხელაღებით შეეხო?!“

“ცუდია, როდესაც ნებისმიერი მიზეზით ხელს აფარებ იმ ადამიანებს, რომლებმაც მოქალაქეების და მათი არჩევანის თავისუფლების სადარაჯოზე მდგარ სამართალდამცველებზე ხელი აღმართეს და ქვები დაუშინეს”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი თეა პერტაია ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
„1. ძალიან ცუდია, როცა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს წევრობაზე აქვს პრეტენზია, საკუთარი ქვეყნის პოლიციას, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, საჯაროდ სდებს ბრალს ქურდობასა თუ ძარცვაში..ძალიან ცუდია… ვიტყოდი, სამარცხვინო…
2. ცუდია, როდესაც ნებისმიერი მიზეზით ხელს აფარებ იმ ადამიანებს, რომლებმაც მოქალაქეების და მათი არჩევანის თავისუფლების სადარაჯოზე მდგარ სამართალდამცველებზე ხელი აღმართეს და ქვები დაუშინეს…
3. ცუდია, როცა ადამიანი, რომელიც პრეტენზიას დასავლური ღირებულებების თანაზიარობაზე აცხადებს, ქვეყნის პოლიციის დისკრედიტაციით ასე აშკარადაა დაკავებული…
4. ნუთუ მისი ეს ბრძოლა ამად ღირს, ნუთუ ვიწრო პოლიტიკური ინტერესი ან ნებისმიერი სხვა რამ ღირს იმად, რომ 40 000 ადამიანის ღირსებას ასე ხელაღებით შეეხო?!“, – წერს პერტაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები