ლევან კობიაშვილი: ვაგრძელებ ბრძოლას გლდანის 21-ე ოლქის მაჟორიტარობისათვის მეორე ტურშიც

გლდანის 21-ე ოლქში, “ქართული ოცნების” კანდიდატი ლევან კობიაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს არჩევნების მეორე ტურში მიიღოს მონაწილეობა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:
“ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, რომ მოხვედით არჩევნებზე, მოიხადეთ თქვენი მოქალაქეობრივი ვალი და დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია.
მე ვაგრძელებ ბრძოლას გლდანის 21-ე ოლქის მაჟორიტარობისათვის მეორე ტურშიც და მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი! ჩვენი ერთიანობით, ერთმანეთის მხარდაჭერითა და ერთად ყოფნით მივაღწევთ ჩვენი უბნის განვითარებას, ჩვენი ოჯახების კეთილდღეობას! თქვენ ხართ ის ძალა, რომელიც განსაზღვრავს საკუთარ მომავალს! წინ მეორე ტურია! თქვენი ლევან კობიაშვილი”, – წერს კობიაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები