“ყველას შევახსენებ, რომ ადვოკატის პროფესია ქართულ მართლმსაჯულებაში სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ დააბრუნა” – იონათამიშვილი

“ჩვენ ვნახეთ არჩევნები, სადაც გაიმარჯვა კონკრეტულმა კანდიდატმა, მინდა – მას წარმატება ვუსურვო”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

ის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ ირაკლი ყანდაშვილის არჩევას გამოეხმაურა.

“ადვოკატის პროფესია – ეს არის, რაც მნიშვნელოვანია დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისთვის.

ყველას შევახსენებ, რომ ადვოკატის პროფესია ქართულ მართლმსაჯულებაში სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ დააბრუნა, ვინაიდან მანამდე „ნაცების“ დროს ჩვენ გვახსოვს, რომ ადვოკატის პროფესია საერთოდ გაუქმებული იყო“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები