გია გეწაძე გიორგი გაბედავას ცემისთვის ჯილდოს აწესებს

უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე გია გეწაძე მას, ვინც ყოფილ პოლიტპატიმარს, გიორგი გაბედავას ფიზიკურად გაუსწორდა, ჯილდოს სთავაზობს.
“მიმიფურთხებია იმ ქვეყნისთვის, სადაც გიორგი გაბედავას “აბლატავებენ”. ვინც გაბედავას მოსცხო, ვეპატიჟები კიევში “ევროვიზიაზე”, მგზავრობის და ცხოვრების სრული ანაზღაურებით”, – წერს გეწაძე.
შეგახსენებთ, 8 ოქტომბრის ღამეს ცესკოს შენობასთან ენმ-ის აქციაზე მისულ გიორგი გაბედავას, რომელიც ენმ-ის ლიდერებისგან მათი მმართველობის პერიოდში ციხეში დაჭერის მიზეზებზე პასუხს ითხოვდა, უცნობმა პირმა სახეში მუშტი დაარყტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები