არჩილ გამზარდია: “ნაციონალური მოძრაობის” სამოქალაქო ვალდებულებაა ბოიკოტი არ გამოუცხადოს საპარლამენტო საქმიანობას

“ნაციონალური მოძრაობის” სამოქალაქო ვალდებულებაა ბოიკოტი არ გამოუცხადოს საპარლამენტო საქმიანობას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში არჩილ გამზარდია წერს და მიიჩნევს, რომ ეს ოპოზიციური გუნდის სამოქალაქო ვადებულებაა.
“მოკლედ, რადგან საპარლამენტო მოცემულობა არის ისეთი, როგორიც არის, პარლამენტში ოპოზიციური საქმიანობისთვის ჩვენ იძულებულები ვართ მივმართოთ ისევ “ნაციონალურ მოძრაობას”, ამიტომ, მგონია, რომ ყოფილი მმართველი ძალის სამოქალაქო ვალდებულებაა ბოიკოტი არ გამოუცხადოს საპარლამენტო საქმიანობას და შეეცადოს, რომ ამჯერად მაინც, ქვეყნის დამაზიანებელი მიზნებისა და დემაგოგიის ნაცვლად, საქმიანი ოპონირება გაუწიოს მმართველ ძალას. ამასთან დაკავშირებით, კარგი იქნება, კარგად შეაფასოს ყოფილმა მმართველმა ძალამ საკუთარი მდგომარეობა, გარემო პირობები და ამ გამოწვევის პირობებში მაინც შეეცადოს, რომ მიიღოს ის შანსი, რაც საერთო ჯამში, პარლამენტში პრაქტიკულად ერთადერთი ოპოზიციური ძალის სტატუსი ჰქვია; უცნაურია, თუმცა, მიმდინარე საპარლამენტო გადანაწილება “ნაციონალური მოძრაობისათვის” ნამდვილად არის შანსი, კვალიფიციური და ობიექტური ოპონირების შემთხვევაში ნაწილობრივ ან მნიშვნელოვნად მოიმატოს თუ შეიქმნას პოზიტიუტი იმიჯი ამომრჩეველში, რადგანაც “ქართულ ოცნებას” კონსტიტუციური უმრავლესობის რეჟიმში გააჩნია ძალიან დიდი რისკებიც და საფრთხეებიც; საერთო ჯამში კი რისკები და საფრთხეები ბევრად დიდი აქვს სახელმწიფოს, თუ მმართველ ძალას ექნება კონსტიტუციური უმრავლესობა, ეყოლება გამარგინალებული ოპოზიცია პარლამენტში, ხოლო პარლამენტს გარეთ ურეიტინგო, არახილვადი და უფუნქციო პოლიტიკური პარტიები. ამიტომ… მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის და ძალიან ბევრი მოქალაქისათვის ამის გაცნობიერება ძალიან რთული და მტკივნეულია, საერთო ჯამში, “ნაციონალური მოძრაობის” იმედზე დარჩენა გვრჩება მმართველი ძალის ოპონირების კუთხით. ვშიშობ, უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს პოლიტიკურ სპექტრში და ძალიან დიდი რისკები სამომავლოდ, რომელსაც არ ვიცი ან ხელისუფლება როგორ გაუმკლავდება ან თითოეული ჩვენგანი”, – წერს არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები