ნიკა გვარამია: ვერ მივხვდი, ისტერიკა რატომ გამოიწვია “ნაციონალების” პარლამენტში შესვლა არშესვლის საკითხმა

ვერ მივხვდი, ისტერიკა რატომ გამოიწვია “ნაციონალების” პარლამენტში შესვლა/არშესვლის საკითხმა, – ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს და მიიჩნევს, რომ ორივე შემთხვევაში გადაწყვეტილებას პლიუსები და მინუსები აქვს.
“ვერ მივხვდი, ისტერიკა რატომ გამოიწვია “ნაციონალების” პარლამენტში შესვლა/არშესვლის საკითხმა. არაა ასეთი ცალსახა ეგ საკითხი, ორივე გადაწყვეტილებას თავისი პლიუსები და მინუსები აქვს და იფიქრონ და მიიღონ გადაწყვეტილება მათ, ვისაც ეს ეხება. მათვე აიღონ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა. ყველგან ასე ხდება და რა საჭიროა ისტერიკა, გაუგებარია”, – წერს გვარამია ფეისბუქზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები