ალექსი პეტრიაშვილმა “თავისუფალი დემოკრატები” დატოვა – აღარ ვარ პარტიული და სულ ცოტა ხნით ვიქნები, სახლში

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა პარტია დატოვა, – ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. “მოგესალმებით მეგობრებო! პირველ რიგში მადლობას ვუხდი ყველა თავისუფალ დემოკრატს და ყველა ადამიანს, ვინც მხარს მიჭერდა და მაძლიერებდა ამ ხნის განმავლობაში. ჩვენ ერთად ვიბრძოდით უკეთესი, ევროპული საქართველოსთვის! ქვეყანაზე ზრუნვას აუცილებლად განვაგრძობ, ოღონდ სხვა რანგში და სხვა დარგში! დღეიდან აღარ ვარ პარტიული და სულ ცოტა ხნით ვიქნები…….. სახლში (ხვდებით ალბათ ვისი ხმითაც ვიტყოდი ამას). აბა,  დროებით! პატივისცემით, უპარტიო ალექსი პეტრიაშვილი!”- წერს პეტრიაშვილი ფეისბუქზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები