დავით უსუფაშვილი: დიახ, ჩვენ ცოტანი ვართ

“მე აღარ ვიქნები პარლამენტში თქვენი წარმომადგენელი, მაგრამ კვლავაც ვიქნები თქვენდამი ანგარიშვალდებული”,- ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ამომრჩევლებს მადლობას უხდის.
 „წარმატებებს ვუსურვებ, საბურთალოს მე-6 საარჩევნო ოლქის ყველა ამომრჩეველს და მათ საბოლოო რჩეულს, რომელიც არჩევნების მეორე ტურში გამოვლინდება.
მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირეთ. მე აღარ ვიქნები პარლამენტში თქვენი წარმომადგენელი, მაგრამ კვლავაც ვიქნები თქვენდამი ანგარიშვალდებული.
არ ჩათვალოთ, რომ თქვენი ხმა დაიკარგა, პირიქით, თქვენი ხმა, შექმნილ ვითარებაში, განსაკუთრებით ხმამაღლა გაისმა. დიახ, ჩვენ ცოტანი ვართ“, – წერს უსუფაშვილი სოციალურ ქსელში.
ცესკოს უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, საბურთალოს მე-6 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი, სადაც ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი, ამ ეტაპზე ვერც ერთმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ვერ გადალახა. აღნიშნულ ოლქში „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა 11,67% დააგროვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები