ბიძინა ივანიშვილი: სამართლიანობის აღდგენა ჯერ არ დასრულებულა, პროკურატურაში ბევრი საქმეა

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი გრძელდება და ჯერ არ დასრულებულა.
“იმასაც შეგახსენებთ, რომ გამოძიება და ეს ყველაფერი გრძელდება, პროკურატურაში უამრავი საქმეა კიდევ, და სამართლიანობის აღდგენის პროცესი, რითაც საზოგადოება კმაყოფილი არ არის, ჯერ არ დასრულებულა. ეს პროცესი გრძელდება, მუქარა არ მინდა ახლა, ღმერთმა დამიფაროს, თან არჩევნების წინ. მუქარას “ისინი” საკუთარი ქცევით ახორციელებენ… 26 მაისის შედეგები რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა პროკურატურამ და კიდევ მიდის იქ, პატარკაციშვილის საქმეზე და ათასი სხვა საქმის ძიება მიდის, იგივე ახალაიების თემაზე- მამა თუ შვილი. ყველა ეს თემა მე ვიცი, რომ ისევ გრძელდება, მაგრამ ეს არ არის მთავარი, ძირითადი დასასჯელი ვინც იყო, ხელმძღვანელობა, ვინც იდეოლოგიას ქმნიდა, ყველანი დაისაჯნენ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
წყარო : ტაბულა.ჯი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები