„ნაციონალური მოძრაობის“ აქციაში დაახლოებით 12 ათასი ადამიანი მონაწილეობდა

დღეს თბილისის ცენტრში  საქართველოს ყოფილი მმართველი და აწ ოპოზიცური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნითი აქცია გაიმართა.
პარტიის ლიდერების თანახმად, ამ აქციის მიზანი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის შეჯამება“  შაბათს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე.
აქცია გაიმართა თბილისის ცენტრში, „ვარდების რევოლუციის“ მოედანზე, Radisson Blu Iveria სასტუმროს წინ.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა თბილისიდან და კიდევ უფრო დიდი რაოდენობით მათ, ვინც ჩამოვიდა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის სოფლებიდან და ქალაქებიდან.

მონაწილეთა რიცხვი

დღევანდელი აქციის მონაწილეთა რაოდენობა ქართულ სოციალურ მედიაში გამართული ცხარე დებატების საგანი გახდა.
Agenda.ge-მ გამოიანგარიშა მონაწილეთა რაოდენობა სტანდარტული მეთოდის მეშვეობით, რომელსაც იყენებენ მედიასაშუალებები: Google Maps-ის დახმარებით ჩვენ გამოვთვალეთ აქციის ტერიტორიის ფართი და სიმჭიდროვე, რაშიც დაგვეხმარა ჩვენი ფოტოგრაფის მიერ სასტუმრო Radisson Blu Iveria-ს ბოლო სართულიდან გადაღებული სურათები.
ხალხის ნაკლებად მჭიდრო მასა, როდესაც მონაწილეებს შორის მანძილი გაწვდილი ხელის სიგრძის ტოლია, საჭიროებს 0,9 მ2 ადამიანზე. უფრო მჭიდრო მასის შემთხვევაში საჭიროა 0,4 მ2 ადამიანზე.
ტერიტორია, სადაც გაიმართა აქცია, შეადგენს 4 827 მ2. Agenda.ge-ს ფოტოებზე ნათლად ჩანს მასის სიმჭიდროვე, რომელიც განსხვავებულია ვარდების რევოლუციის მოედნის სხვადასხვა მონაკვეთზე.

ჩვენი გამოთვლების თანახმად, მხარდამჭერთა რაოდენობა მერყეობს ორ მონაცემს შორის:

  • ნაკლებად მჭიდრო მასა, რომელიც შედგებოდა 5 363 ადამიანისგან;
  • მჭიდრო მასა, რომელიც შედგებოდა დაახლოებით 12 000 ადამიანისგან.

მას შემდეგ, რაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა მიმართეს თავიანთ მხარდამჭერებს, შეკრებილთა წინაშე უკრაინიდან ვიდეომიმართვით წარდგა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი. ის დაპირდა თავის მხარდამჭერებს, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გაიმარჯვებს საპარლმენტო არჩევნებში და რომ ის [სააკაშვილი] „გადალახავს საქართველოს საზღვრებს“.

აქციის დასრულების შემდეგ მისმა მონაწილეებმა მოაწყვეს მსვლელობა რუსთაველის გამზირზე, რომელიც დღის მეორე ნახევარში  პარლამენტის შენობის წინ დასრულდა.

http://agenda.ge/news/66932/eng

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები