”ნაციონალებს” ფოტოშოპის გაკეთების დროს ანძა წაეშალათ” – რა ფოტო ატვირთა სააკაშვილმა ფეისბუქის გვერდზე
საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდზე „ ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი აქციის ფოტომასალა განთავსდა.
ერთ-ერთ ფოტოზე, „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი რაოდენობის მხარდამჭერები ჩანან, თუმცა საქართველოს სატელევიზიო ანძა წაშლილია.
კომენტარებიდან ჩანს, რომ სოციალური ქსელის მომხმარებლებს მიაჩნიათ, რომ ფოტო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის ფოტოშოპით დამუშავებული. მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდიდან აღნიშნული ფოტო გაქრა და სხვა სახით გავრცელდა.
”ფოტოშოპის გაკეთების დროს ანძა წაეშალათ… სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე დევს”, – წერს “ქართული ოცნების” წევრი ოთარ აბესაძე სოციალურ ქსელში.