“რურუამ მთაწმინდაზე და ვერაზე არსებულ ყველა თონეში პურის პარკები ჩამოარიგა”

პურს მაინც არ გასვრიდნენ ეს მკვლელები, – ამ შინაარსის სტატუსი სოციალურ ქსელში ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა ხოფერიამ „ნაციონალური მოძრაობის“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის ნიკა რურუას მისამართით დაწერა. ხოფერიას მტკიცებით, რურუამ მთაწმინდასა და ვერაზე არსებულ თონეებში ქაღალდისგან დამზადებული პურის ჩასადები დაარიგა.
„ეს არის პურის ჩასადები პარკი!!! მთაწმინდაზე და ვერაზე არსებულ ყველა თონეში ჩამოარიგა “ნაციონალების” თვალის ჩინმა! ახლა მიდი და არკვიე, კარგია ეს თუ ცუდი?! ეჰ, ნეტა ჩვენი არსობის პურს მაინც არ გასვრიდნენ ეს მკვლელები”, – წერს ხათუნა ხოფერია და აღნიშნულის ამსხველ ფოტოს აქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები