ბაკურ ბაკურაძე ნიკა გვარამიაზე: მისი სტილი იყო ჩანაწერების გაკეთება პროკურორის მოადგილეობის დროსაც

პარტია “ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბაკურ ბაკურაძე მამუკა ახვლედიანსა და ნიკა გვარამიას საუბრის აუდიოჩანაწერის გავრცელებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ბაკურაძე გვარამიას წარსულ კარიერას ახსენებს და თვლის, რომ ჩანაწერების გავრცელება ნიკა გვარამიას სტილია.
“რაო ნიკა გვარამიამ? ვაგრძელებ ჩაწერებსო ისევო?:))))))) ვიწერ ყველასო, ვისაც ვესაუბრებიო?:)))))) პირად კომპიუტერში მქონდა და მე არ გამივრცელებიაო????? არ ხდება ასე, არა… მისი სტილი იყო ჩანაწერების გაკეთება პროკურორის მოადგილეობის დროსაც და მისი სტილია ეს ახლაც… მარტივად…“- წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე ბაკურ ბაკურაძე.
აუდიოჩანაწერი ინტერნეტსივრცეში დღეს გავრცელდა. მოგვიანებით პრესკონფერენციაზე ”რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განცხადა,რომ საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარესთან, მამუკა ახვლედიანთან გამართული საუბრის ჩანაწერი მისი გაკეთებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები